2015

თამარს მიღებული აქვს ბაკალავრის ხარისხი პოლიტოლოგიასა და ფილოსოფიაში კლარკის უნივერსიტეტიდან. კლარკში სწავლისას, მან ერთი სემესტრი ამერიკულ უნივერსიტეტში გაატარა, სადაც გაიარა მშვიდობისა და კონფლიქტების მოგვარების პროგრამა. ამჟამად თამარი ასრულებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და შპაიერის უნივერსიტეტის ერთობლივ სამაგისტრო პროგრამას საჯარო მმართველობაში.
CRRC-საქართველოს „ახალგაზრდა მკვლევართა პროგრამაში“ ჩართვამდე, თამარი მუშაობდა „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოში“ მკვლევრის პოზიციაზე.
მისი ინტერესები მოიცავს კონფლიქტებს, იდენტობის საკითხებსა და ნაციონალიზმს.
მაია ფლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხს საერთაშორისო ურთიერთობებში2009 და 2013 წლებში მან მოიპოვა სტიპენდია აშშ-სა და ჩეხეთის რესპუბლიკაში სწავლის გასაგრძელებლად.
„ახალგაზრდა მკვლევართა პროგრამაში“ მონაწილეობამდე, ის მუშაობდა ფაქტჩეკში, როგორც პროექტის ასისტენტი და გრანტების ოფიცერი.
მისი კვლევით ინტერესების სფერო მოიცავს განვითარებადი ქვეყნების საჯარო პოლიტიკას, სოციალურ და პოლიტიკურ ტრანსფორმაციებს პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, სამოქალაქო ჩართულობასა, საერთაშორისო ინსტიტუტებსა და გლობალურ მმართველობას.
მარიამ ლონდარიძემ 2014 წელს მიიღო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ბაკალავრის ხარისხი მეორადი სპეციალობით ბიზნესის ადმინისტრირებაში.
CRRC-საქართველოში მოსვლამდე, ის იყო ახალგაზრდა მკვლევარი პოლიტიკისა და მართვის საკონსულტაციო ჯგუფში (PMCG). ის მუშაობდა ყოველკვირეული საინფორმაციო ბიულეტენის შექმნაზე, რომელშიც მიმოხილული იყო ქვეყანაში მიმდინარე მნიშვნელოვანი ეკონომიკური პროცესები. მანამდე, ის ჩართული იყო ინფორმაციული ტექნოლოგიების კერძო სადისტრიბუციო კომპანიის მარკეტინგულ კვლევაში.
მის კვლევით ინტერესებში შედის ეკონომიკური და სოციალური საკითხები.
მარი მეხრიშვილს მიღებული აქვს ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრის ხარისხი ოსთფოლდის უნივერსიტეტში, სადაც გაიარა ბაკალავრიატის ბოლო კურსი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიკის განხრით სამწლიანი სწავლის შემდეგ.
CRRC-საქართველოში მუშაობის დაწყებამდე, მარი მუშაობდა ორგანიზაცია “GeoWel Research“-ში, სადაც ჩართული იყო სამაგიდო კვლევებსა და ინტერვიუებში ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებზე.
მისი კვლევითი ინტერესები ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებასთანაა დაკავშირებული. ასევე, ის დაინტერესებულია უმცირესობათა საკითხებით.
ნინო ფლობს მაგისტრის ხარისხს პოლიტიკის მეცნიერებაში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან და ბაკალავრის ხარისხს ევროპისმცოდნეობაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან. ის ასევე სწავლობდა ვარშავის უნივერსიტეტში გაცვლითი სტუდენტის სტატუსით.
„ახალგაზრდა მკვლევართა პროგრამაში“ ჩართვამდე, ნინო მონაწილეობდა კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის რამდენიმე კვლევით პროექტში: ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის მიერ დაფინანსებულ პროექტში კავშირი საჯარო პოლიტიკას, მიგრაციასა და განვითარებას შორის და გაეროს განვითარების პროგრამის მიერ დაფინანსებულ 2014 წლის წინასაარჩევნო მედიამონიტორინგის პროექტში. ის ასევე იყო კვლევითი სტაჟიორი სოციალურ მეცნიერებათა ცენტრში, ამას გარდა გავლილი აქვს სტაჟირება სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტსა და საქართველოს პარლამენტში.
მის კვლევით ინტერესებში შედის როგორც საქართველოს სოციალურ-პოლიტიკური განვითარების სხვადასხვა საკითხი, სამოქალაქო ცნობიერება და სოციალური კაპიტალი, ასევე ადამიანის უფლებები, ადამიანის უსაფრთხოება და კონფლიქტები.
დავით მზიკიანი ფლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხს ბიზნესის ადმინისტრირებაში და მიღებული აქვს მაგისტრის ხარისხი ადამიანის უფლებებში და დემოკრატიზაციაში აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონალური სამაგისტრო პროგრამიდან. CRRC-საქართველოს „ახალგაზრდა მკვლევართა პროგრამაში“ ჩართვამდე, იგი ჩართული იყო არასამთავრობო და კერძო სექტორის სხვადასხვა პროექტში.
მისი კვლევითი ინტერესები ეხება პოლიტიკურ ტრანსფორმაციებს სამხრეთ კავკასიაში საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ.
საშენკა ფლობს მაგისტრის ხარისხს რუსულსა და აღმოსავლეთ ევროპათმცოდნეობაში ოქსფორდის უნივერსიტეტიდან, სადაც იგი იყო “ფონდ ღია საზოგადოების” სტიპინედიატი. მას აქვს ბაკალავრის ხარისხი პოლიტიკურ მეცნიერებებში ტირანას უნივერსიტეტიდან და საერთაშორისო ურთიერთობებში ტირანას ევროპული უნივერსიტეტიდან. სწავლის დამთავრების შემდეგ საშენკა მუშაობდა ალბანეთის საერთაშორისო კვლევების ინსტიტუტში (AIIS), ახალგაზრდების პროფესიული განვითარების პროგრამის ფარგლებში, 2013-14 წლების მაგისტრატურისა და დოქტორანტურის კურსდამთავრებულებისთვის. ამ პერიოდში ის იკვლევდა დასავლეთ ბალკანეთის ევროკავშირთან დაახლოების პროცესს და ალბანეთის მოქალაქეების შეხედულებებს შიდასახელმწიფოებრივ და რეგიონულ საკითხებზე. საშენკას კვლევითი ინტერესები ძირითადად მოიცავს პოსტ-კომუნისტურ ტრანზიციასა და ნაციონალიზმს, ონტოლოგიურ უსაფრთხოებას, პოლიტიკურ დისკურსსა და იდენტობას. ამჟამად, ის იკვლევს ტერიტორიული დისინტეგრაციის გავლენას/ეფექტებს სახელმწიფოებრივ იდენტობაზე და აპირებს გააკეთოს შედარებითი ანალიზი ბალკანეთსა და სამხრეთ კავკასიას შორის.
ელიზაბეტმა მიიღო მაგისტრის ხარისხი რესურსების ეკონომიკაში ეკონომეტრიკისა და ენერგოპოლიტიკის სპეციალობით ამჰერსტის მასაჩუსეტსის უნივერსიტეტში (University of Massachusetts Amherst). თავისი აკადემიური კარიერის განმავლობაში ელიზაბეტმა გაიარა კურსები, რომლებიც ეხებოდა ეკონომიკურ განვითარებასა და ყოფილ საბჭოთა კავშირს. ბაკალავრის ხარისხის მოპოვების შემდეგ, 2012 წელს ის პირველად ჩამოვიდა საქართველოში ინგლისურის მასწავლებლად. მის კვლევით ინტერესებში შედის საკუთრების უფლებებისა და გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებში განახლებად ენერგიაზე მომუშავე ტექნოლოგიების გამოყენების შესწავლა.
12