სიახლეები

გავრცელებული მოსაზრების მიხედვით, დროის გამოყენებაში არსებული გენდერული უთანასწორობა სავარაუდოდ ქალებისა და კაცების განსხვავებული დასაქმების სტატუსით აიხსნება: დაუსაქმებელი ქალები უფრო მეტ დროს აუნაზღაურებელ ზრუნვისა და საოჯახო საქმიანობაზე ხარჯავენ, ხოლო დასაქმებული კაცები ანაზღაურებად შრომაზე. თუმცა, 2020–2021 წლების საქართველოს დროის გამოყენების კვლევის მონაცემები გვაჩვენებს, რომ ეს განსხვავებები ნარჩუნდება კაცებისა და ქალების სრულ განაკვეთზე ანაზღაურებადი შრომის პირობებშიც, რაც აისახება როგორც დროის განაწილებაზე, ისე დროის წნეხის განცდაზე.
თავისუფალი დრო ის დროა, როცა ვისვენებთ, ვეკონტაქტებით მეგობრებს,  ვმონაწილეობთ სპორტულ და კლტურულ აქტივობებში, ვიმუხტებით ენერგიით. ერთი შეხედვით, თავისუფალი დროის დაგეგმვა ჩვენს ნებაზეა დამოკიდებული, მაგრამ 2020–21 წლებში, საქართველოში ჩატარებული დროის გამოყენების კვლევა (GTUS) აჩვენებს, რომ თავისუფალი დროის შინაარსსა და რაოდენობაზე ბევრი ფაქტორი ახდენს გავლენას და ხშირად ამ ფაქტორებს ჩვენი ნების თავისუფლებასთან არაფერი აქვთ საერთო. 5,599 ზრდასრული ადამიანის მონაწილეობით ჩატარებული კვლევა აჩვენებს, რომ ისეთ მარტივ კითხვაზე, როგორიცაა „ვინ და როგორ ატარებს თავისუფალ დროს საქართველოში?“ პასუხი არცისე მარტივია და სქესის, ასაკის, საცხოვრებელი ადგილისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებას საჭიროებს.
2020–2021 წლების საქართველოს დროის გამოყენების კვლევის (Georgia Time Use Survey, GTUS) მონაცემები აჩვენებს, რომ მაშინაც კი, როდესაც წყვილები სახლში ერთად არიან, ქალები დროის უმეტეს ნაწილს უთმობენ აუნაზღაურებელ საოჯახო და მზრუნველობით შრომას, მაშინ როდესაც კაცები ძირითადად დასვენებასთან დაკავშირებულ აქტივობებით არიან დაკავებულები. კვლევა ცხადყოფს, რომ თანაარსებობა (ერთ სივრცეში ყოფნა) არ ნიშნავს თანა-მონაწილეობას — მრავალი ქართველი წყვილისთვის „ერთად გატარებული დრო“ ხშირად ნიშნავს იმას, რომ ქალი მუშაობს, ხოლო კაცი ისვენებს.
ვინ ზრუნავს ბავშვებზე საქართველოში — და რამდენ დროს უთმობენ მშობლები ამ შრომას ყოველდღიურად?
This intensive 10-lesson course introduces students, researchers, and professionals to academic writing and social research methods in the age of artificial intelligence. Combining practical research training with English academic writing instruction, the course teaches participants how to use AI tools…
CRRC-საქართველო, ამერიკული საბჭოები და სამხრეთ კავკასიის ამერიკული კვლევითი ინსტიტუტი (ARISC) წარმოგიდგენთ: წიგნის პრეზენტაცია: “ეთნიკურობა და ეთნიკური უმცირესობები პოსტსაბჭოთა ევრაზიაში” ვინჩენც კოპეჩეკი, ოსტრავას უნივერსიტეტი, ჩეხეთი
CRRC-საქართველო, ამერიკული საბჭოები და სამხრეთ კავკასიის ამერიკული კვლევითი ინსტიტუტი (ARISC) წარმოგიდგენთ: „ანგლიკანიზმი საქართველოში“ პოლ კრეგო, ფილოსოფიის დოქტორი, აშშ-ის კონგრესის ბიბლიოთეკა ოთხშაბათი, 25 მარტი, 2026, 18:30
კურსი ფოკუსირებულია კითხვარის დიზაინის შემუშავებასა და პროგრამირებაზე.