კვლევა შეისწავლის საქართველოში არსებულ აშკარა პარადოქსს: რატომ უჭერს მხარს მოსახლეობის დიდი ნაწილი ერთდროულად ევროინტეგრაციასაც და მმართველ პარტიასაც („ქართულ ოცნებას“), მიუხედავად ამ უკანასკნელის ანტიდასავლური რიტორიკისა და ქმედებებისა. ნაშრომის მიზანია გააანალიზოს, თუ როგორ უწყობს ხელს Facebook-ზე გავრცელებული ანტიდასავლური და პროსამთავრობო ნარატივები ამ კოგნიტური დისონანსის შენარჩუნებას პოლიტიკური დისკურსის გადატანით საგარეო კურსიდან შიდასახელმწიფოებრივ და მორალურ საკითხებზე.
