ზესტაფონის მუნიციპალიტეტში საპენსიო ასაკს მიღწეული ქალების მხარდაჭერის სისტემებისა და საჭიროებების შესწავლამ ნათლად აჩვენა, რომ 60+ ასაკის ქალები სოციალურ-ეკონომიკური გამოწვევების წინაშე დგანან. ეს სირთულეები ხშირად უხილავია და იშვიათად ხვდება საჯარო განხილვის ცენტრში, თუმცა, პირდაპირ და მტკივნეულად აისახება ამ ქალების ყოველდღიურ ცხოვრებასა და კეთილდღეობაზე.
კვლევა აჩვენებს, რომ ქალების გამოცდილება ერთ კონკრეტულ პრობლემას არ უკავშირდება. სოციალური ურთიერთობები, ჯანდაცვაზე წვდომა და ეკონომიკური მდგომარეობა ერთმანეთზე მჭიდროდ არის გადაჯაჭვული და ერთიან სისტემურ სურათს ქმნის.
