სიახლეები

პირველადი განაცხადების მიღება დაიწყო: CRRC-ის მეთოდების მე-6 ყოველწლიური კონფერენცია – როგორ შეუძლია მტკიცებულებაზე დაფუძნებულ ურბანულ პოლიტიკას ქალაქები ინკლუზიური, სამართლიანი და სიცოცხლისუნარიანი გახადოს
ოთხშაბათს, 14 თებერვალს, 18:30 საათზე CRRC-საქართველოს დირექტორი კობა თურმანიძე წარადგენს თავის ნაშრომს “ესაუბრეთ ხალხს: რა გავლენა აქვს საარჩევნო კამპანიებს ამომრჩეველთა მხარდაჭერაზე საქართველოში”. ეს მიმდინარე კვლევების პრეზენტაციების სერიის მესამე პრეზენტაციაა 2018 წელს. გამოკითხვებზე დაყრდნობით კობა თურმანიძე ისაუბრებს, თუ რა გავლენა აქვს პირისპირ კომუნიკაციას პარტიებსა და ამომრჩევლებს შორის არჩევნებამდე პარტიის მიმართ მხარდაჭერაზე, ყოველ შემთხვევაში ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში მაინც.
CRRC-საქართველო აცხადებს ვაკანსიას განვითარების მენეჯერის პოზიციის დასაკავებლად! ვაკანსიის სრული ტექსტი იხილეთ ინგლისურ ენაზე!
1 თებერვალს 2017 წლის კავკასიის ბარომეტრის გამოკითხვის მონაცემები ხელმისაწვდომი გახდება CRRC-ის მონაცემთა ონლაინ ანალიზის ვებგვერდზე. „კავკასიის ბარომეტრი“ ყველაზე ხანგრძლივი გამოკითხვაა სამხრეთ კავკასიაში, მისი შედეგები ხელმისაწვდომია 2008 წლიდან. „კავკასიის ბარომეტრი“ რეგიონში არსებული ტენდენციების შედარების საშუალებას იძლევა წლების განმავლობაში. „კავკასიის ბარომეტრის“ ახალი ტალღა 2017 წლის შემოდგომაზე ჩატარდა სომხეთსა და საქართველოში. შედეგების ნახვა ან მონაცემთა ბაზების ჩამოტვირთვა შესაძლებელი იქნება CRRC-ის მონაცემთა ონლაინ ანალიზის ვებგვერდზე.
ოთხშაბათს, 2018 წლის 24 იანვარს, 18:30 სთ-ზე, CRRC, ARISC და ამერიკული საბჭოები მოხარულნი არიან გამცნოთ 2018 წლის გაზაფხული/ზაფხულის თბილისის Work-in-progress სერიების შესახებ, სადაც პირველ მოხსენებას აბელ პოლესი წარადგენს დუბლინის საქალაქო უნივერსიტეტიდან – „SCOPUS-ის დღიურები და აკადემიური გადარჩენის (ა)ლოგიკა. მცირე გზამკვლევი თქვენი სტრატეგიის შემუშავებისთვის, რათა თავი დააღწიოთ ბიბლიომეტრიას, კონფერენციებსა და არარეალურ მოლოდინებს აკადემიურ სფეროში“.
კრისტოფერ დ. ბადერის, ანდრეა მოლის, ბენჟამინ გურენცისა და ჯეიმს ჯ. კოილის სტატია –  “ღვთის რისხვისთვის: ფატალიზმი და ღვთის გამოსახულებები მსოფლიოს ძალადობრივ რეგიონებში“ – გამოქვეყნდა ჟურნალ „რელიგიის სოციოლოგიაში“ (რელიგიის სოციოლოგია: კვარტალური განხილვა 2017, 78:2 173–191). სტატია ეფუძნება „კავკასიის ბარომეტრის“, საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში შინამეურნეობათა რეგიონული კვლევის, 2012 წლის მონაცემებს.
ჟურნალ Caucasus Analytical Digest-ის მე-100 ნომერი საქართველოს შიდა პოლიტიკურ ლანდშაფტს მიმოიხილავს. გამოცემის ამ ნომერში წარმოდგენილია შემდეგი სტატიები:
“საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2016: ერთი წლის შემდეგ”, ავტორი: თორნიკე ზურაბაშვილი “საზოგადოების პოლიტიკური განწყობა საქართველოში”, ავტორი: ცისანა ხუნდაძე (CRRC-საქართველო) “რატომაა საქართველოს არჩევნებში ახალგაზრდა ამომრჩეველთა აქტივობა ასეთი დაბალი?” ავტორი: რატი შუბლაძე (CRRC-საქართველო) “საქართველოს ეკონომიკა სტაბილური ზრდის გზაზე”, ავტორები: რიკარდო ჯიუჩი და ანა მდინარაძე (გერმანიის ეკონომიკური გუნდი, საქართველო).
CRRC-საქართველო, სამხრეთ კავკასიის ამერიკული კვლევითი ინსტიტუტი (ARISC) და ამერიკული საბჭოები (ACTR/ACCELS) წარმოგიდენთ:
“ტრანსკავკასიური სოციალისტური ფედერაციული საბჭოთა რესპუბლიკა, როგორც უგულებელყოფის ობიექტი“
სტეფან რინდლისბახერი, ბერლინის უნივერსიტეტი