სიახლეები

CRRC Podcast-ის ახალი ეპიზოდი უკვე ხელმისაწვდომია – არიან თუ არა ახალგაზრდები საქართველოში უფრო პოლიტიკურად აქტიურები უფროს თაობებთან შედარებით? თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მიმდინარე საპროტესტო აქციებში ახალგზარდები გამოდიან საჯაროდ, აფრიალებენ ევროკავშირის დროშებს, წინააღმდეგობას უწევენ პოლიციის ძალადობას და ითხოვენ დემოკრატიულ რეფორმებს. მაგრამ, არის თუ არა ქუჩებში მათი ასეთი აქტიურობა ღრმა პოლიტიკური ჩართულობის რეალური გამოძახილი?
CRRC-საქართველო, ამერიკული საბჭოები და სამხრეთ კავკასიის ამერიკული კვლევითი ინსტიტუტი (ARISC) წარმოგიდგენთ: „თურქეთის იდეური საგარეო პოლიტიკა საქართველოში ნათესავებთან, ეთნიკურ, რელიგიურ და დიასპორულ თემებთან დაკავშირებით სამართლიანობისა და განვითარების პარტიის დროს (2002-2024)“ დოქტორი აბდულმელიქ ალკანი
CRRC-საქართველოს პოდკასტის პირველი ქართულენოვანი ეპიზოდი – მტერი თუ მოყვარე? დამოკიდებულებები რუსი მიგრანტების მიმართ საქართველოში!
2008 წელს რუსეთის მიერ საქათველოში შეჭრიდან დაახლოებით 17 წლის თავზე, ამ ეპიზოდში განვიხილავთ, დააცხრო თუ გაამძაფრა დრომ ემოციები ოკუპირებული სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მიმართ. CRRC-საქართველოს 2024 წლის კვლევის საფუძველზე, რომელიც თითქმის 2,000 რესპონდენტს მოიცავდა, ვიგებთ, თუ როგორ აფასებენ ქართველები შერიგების პერსპექტივებს, სოციალურ კავშირებს კონფლიქტურ ზონებს შორის და კრიზისის მოგვარების შესაძლო გზებს.
საქართველოში მოსახლეობის თითქმის ნახევარს აქვს სესხი, ხოლო ყოველ მეხუთეს უჭირს გადასახადის გადახდა. არის თუ არა სესხები აზარტული თამაშების კიდევ ერთი ფორმა?
10-12 სექტემბერს CRRC-საქართველოს ორგანიზებით გაიმართა ტრენინგი სოციალური კვლევის მეთოდების შესახებ, რომელშიც მონაწილეობა 39-მა ახალგაზრდამ მიიღო.
CRRC-საქართველო, ამერიკული საბჭოები და სამხრეთ კავკასიის ამერიკული კვლევითი ინსტიტუტი (ARISC) წარმოგიდგენთ: „რელიგიის ინტერვენციის გავლენა შობადობის მაჩვენებლებზე: პატრიარქ ილია II-ის გავლენის სინთეზური კონტროლის ანალიზი საქართველოში“ ალინა ჰორდიენკო
CRRC–საქართველოს პოდკასტის ამ ეპიზოდში განვიხილავთ გასაოცარ სხვაობას ქართველების პირად შეხედულებებსა და იმას შორის, რასაც ისინი ფიქრობენ მათი საზოგადოების რწმენებზე გენდერული თანასწორობის მიმართ. დისკუსია ეყრდნობა გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და CRRC–საქართველოს მიერ 2024 წელს ჩატარებულ გენდერული თანასწორობის შეხედულებების კვლევის შედეგებს. დისკუსია გვიჩვენებს, რომ ქართველები ხშირად არასწორად აფასებენ თავიანთი საზოგადოების პროგრესულ მიდგომებს ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა ქორწინება, დასაქმება, ლიდერობა და მემკვიდრეობა. ამავდროულად, ტრადიციული შეხედულებები მაინც მტკიცედ ნარჩუნდება ოჯახურ როლებსა და ქალის სექსუალობასთან დაკავშირებულ თემებზე. ამ შეუსაბამობების ფონზე ვსვამთ კითხვას: რამდენად კონსერვატორები არიან ქართველები სინამდვილეში?