CRRC Podcast | ეპიზოდი 2 (GEO) – “რატომ არის სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროება გავრცელებული საქართველოში?”

CRRC-საქართველოს პოდკასტის ახალი ქართულენოვანი ეპიზოდი – რატომ არის სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროება გავრცელებული საქართველოში?

  • მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროების მაჩვენებელი მაღალია – იგი კერძო სექტორის თანამშრომლების თითქმის მეოთხედსა და საჯარო სამსახურის წარმომადგენლების მესამედს გამოუცდია – დახმარების ფორმალური გზებისთვის მიმართვის მაჩვენებელი დაბალია. CRRC-საქართველოს პოდკასტის ამ ეპიზოდში ვცდილობთ, გავარკვიოთ, თუ რა არის ამის მიზეზი.
  • გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან პარტნიორობით ჩატარებული ორი კვლევის საფუძველზე, რომელიც ეხება სექსუალური შევიწროების გავრცელებას საჯარო და კერძო სექტორებში, მოცემულ ეპიზოდში განვიხილავთ იმ სოციალურ ნორმებს, უთანასწორო გარემოსა და ინსტიტუციურ ხარვეზებს, რომლებიც ხელს უწყობს სამუშაო ადგილზე სექსუალურ შევიწროებას და რომელთა დაძლევაც აუცილებელია უსაფრთხო სამუშაო გარემოს შესაქმნელად.
გაზიარება

მსგავსი სიახლეები