კვლევა მიზნად ისახავს გენდერულ თანასწორობაზე და ქალთა გაძლიერებაზე მომუშავე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების შესაძლებლობების შეფასებას, ძლიერი და სუსტი მხარეების იდენტიფიცირებასა და მტკიცებულებაზე დაფუძნებული რეკომენდაციების შემუშავებას სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გასაძლიერებლად, რათა ისინი მეტად იყვნენ ჩართულნი გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების პროცესებში.
კვლევა წარმომადგენლობითია და მიზნად მეწარმე ქალების იმ გამოწვევების შესწავლას ისახავს, რომლებიც მათთვის ბიზნესის დაწყებასა და განვითარებას აფერხებს. ამასთან, იგი აერთიანებს ადგილობრივ ეკოსისტემაზე მორგებულ სტრატეგიულ რეკომენდაციებს ქვეყანაში მეწარმე ქალების პოტენციალის რეალიზებისთვის ხელსაყრელ გარემოს შესაქმნელად.