წელი: 2024
ავტორი: გივი სილაგაძე, CRRC-საქართველო
ანგარიშის მთავარი მიზანია სოციალ-კონსერვატორთა სოციალ-დემოგრაფიული პროფილისა და მათი პოლიტიკური დამოკიდებულებების უკეთ გააზრება.
სოციალ-კონსერვატიზმის შესასწავლად, CRRC-საქართველომ, დემოკრატიის ეროვნული ფონდის (NED) ფინანსური მხარდაჭერით, ჩაატარა გამოკითხვა. გამოკითხვის შედეგები განზოგადებადია საქართველოს მთელი ქართულენოვანი ზრდასრული მოსახლეობისთვის და წარმოდგენილია ანგარიშში.
კვლევის მხარდამჭერია დემოკრატიის ეროვნული ფონდი (NED).