ავტორები: მახარე აჭაიძე; ზაქარი ფაბოსი;
წელი: 2024
ანგარიშში მოცემული კვლევა მიზნად ისახავს საქართველოში მედია ლანდშაფტის შესახებ მიმდინარე კონტექსტისა და არსებული კვლევების ანალიზს, და ასევე, მედიის ტენდენციების შესახებ საერთაშორისო კვლევების მიმოხილვას.
კვლევა ეფუძნება საქართველოს ყველა რეგიონში (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) ეროვნულ დონეზე ჩატარებულ გამოკითხვას, თბილისისა და სხვა რეგიონების მაცხოვრებლებთან ჩატარებულ ფოკუსჯგუფურ დისკუსიასა და მედიის სხვადასხვა სპექტრის წარმომადგენლებთან ჩატარებულ სიღრმისეულ ინტერვიუებს. გამოკითხვა ჩატარდა 2024 წლის ივლისიდან სექტემბრამდე პერიოდში.
კვლევა ჩაატარა CRRC-საქართველომ USAID-ის მედია პროგრამისთვის.