ახალგაზრდა მკვლევართა პროგრამა

სტიპენდიის პროგრამა, რომელიც 2009 წელს დაიწყო, გრძელდება 5-9 თვის განმავლობაში და შერჩეულ ახალგაზრდებს სთავაზობს ფართო სამუშაო გამოცდილებასა და პრაქტიკას. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა სოციალურ მეცნიერებებზე ორიენტირებული ახალგზრდა მკვლევარებისათვის შეიძინონ ახალი უნარები და შეძლონ კომპლექსური საკითხების სწრაფი და სიღრმისეული ანალიზი, აგრეთვე შეისწავლონ მნიშვნელოვანი კომპიუტერული, მათ შორის სტატისტიკური პროგრამები. პროგრამა ასევე აძლევს ახალგაზრდებს საშუალებას იმუშაონ გამოცდილ პროფესიონალებთან და დარგის სპეციალისტებთან ერთად.

ნატა კერესელიძე

ნატას მიღებული აქვს ბაკალავრის ხარისხი საერთაშორისო ურთიერთობებში მალმოს უნივერსიტეტში და მაგისტრის ხარისხი გლობალურ პოლიტიკურ ეკონომიკაში ლონდონში. CRRC-საქართველოში მუშაობის დაწყებამდე, ნატა მუშაობდა ათენში მდებარე შავი ზღვის განვითრების ცენტრში (ICBSS). დისერტაციის წერასთან ერთად, მან ICBSS-თან დაიწყო თანამშრომლობა ევროკომისიის მიერ დაფინანსებულ FP7-ის პროექტზე. დისერტაციის დასრულების შემდეგ, ის ICBSS-ის სათავო ოფისში კვლევის ასისტენტის პოზიციაზე გადავიდა. 2010-2011 წლებში ნატა Messenger-ისათვის უცხო ამბების კორესპონდენტად მუშაობდა. მან ასევე გაიარა სტაჟირება ევროპის საბჭოსა და საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობაში, სტრასბურგში, 2009-2010 წლებში. ნატალის ასევე მიღებული აქვს გამოცდილება პროექტის კოორდინირებაში მალმოს უნივერსიტეტის სტუდენტური წარმომადგენლობის საგარეო საქმეთა ასოციაციაში. ლონდონში ყოფნის დროს, იგი პოპულარული სტუდენტური გაზეთის, Choix Magazine-ის, რედაქტორად მუშობდა.

თამარ ბურდული

თამარ ბურდული ფლობს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრის ხარისხს მენეჯმენტის მიმართულებით. ამჟამად ის სწავლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კონფლიქტების მართვისა და ანალიზის სამაგისტრო პროგრამაზე. თამარი, გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, ერთი სემესტრი სწავლობდა მოლაპარაკებებს, მარკეტინგსა და ფრანგულს საფრანგეთის ქალაქ დიუნკერკის საერთაშორისო ბიზნესის უნივერსიტეტში (ISCID). კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრში ახალგაზრდა მკვლევრად მოსვლამდე, იგი ჩართული იყო სხვადასხვა პროექტში არასამთავრობო და ბიზნეს სექტორებში ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორებიცაა პრობლემური სესხების მართვა, შესყიდვები და არაფორმალური განათლება. თამარს ჩატარებული აქვს რამდენიმე კვლევა მაგისტრატურის კურსის ფარგლებში. მისი კვლევითი ინტერესები მოიცავს საზოგადოების განვითარების სოციალურ-პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ ფაქტორებს.

ირინა ვარდანაშვილი

ირინა ვარდანაშვილი ფლობს ბაკალავრის ხარისხს ბიზნესის ადმინისტრირებაში და ფსიქოლოგიაში. ამჟამად ის სწავლობს ფსიქოლოგიური ანთროპოლოგიის სამაგისტრო პროგრამაზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. სწავლების პერიოდში, ირინამ მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა სოციოლოგიურ და ფსიქოლოგიურ კვლევაში. 2012 წლის მარტიდან ის მონაწილეობს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის „ახალგაზრდა მკვლევართა პროგრამაში“. მისი ინტერესის სფეროებში შედის პოლიტიკური, კულტურული და რელიგიური საკითხები.

ნინო ქერქაძე

ნინო ქერქაძე ფლობს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრისა და ილიას უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხს სოციალურ მეცნიერებებში. მისი სპეციალობაა სოციოლოგია. კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრში მოსვლამდე, ნინო მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა მარკეტინგულ და სოციოლოგიურ კვლევით პროექტში. ის ასევე მუშაობდა საერთაშორისო ორგანიზაციაში – უმცირესობების საკითხთა ევროპულ ცენტრში – პროექტის ასისტენტად. მისი კვლევითი ინტერესის სფერო მოიცავს სხვადასხვა ტიპის უმცირესობებთან დაკავშირებულ საკითხებს.

გვანცა ნადირაძე

გვანცა ნადირაძეს აქვს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხი სოციოლოგიაში. მისი მეორე სპეციალობაა ადამიანური რესურსების მენეჯმენტი. ამჟამად აგრძელებს სწავლას ამავე უნივერსიტეტში მაგისტრატურის პროგრამაზე სოციოლოგიის განხრით. სწავლის პერიოდში, ის მონაწილეობდა სხვადასხვა სოციოლოგიურ და მარკეტინგულ კვლევაში. მისი კვლევითი ინტერესის სფეროებია გენდერული პრობლემები, ღირებულებათა სისტემები და სოციალური კაპიტალი. ის ასევე დაინტერესებულია სოციოლოგიური თეორიებით, განსაკუთრებით, თანამედროვე სოციოლოგიით.

სალომე მინესაშვილი

სალომე მინესაშვილმა დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ფლობს ბაკალავრის ხარისხს საერთაშორისო ურთიერთობებში. ბაკალავრიატის დროს, ერთი წლის განმავლობაში სწავლობდა აშშ-ში, ნებრასკის შტატის კოლეჯში, გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, პოლიტიკური მეცნიერების განხრით. ამჟამად სალომე არის მაგისტრატურის სტუდენტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სპეციალობაზე – “ტრასფორმაცია სამხრეთ კავკასიაში”. CRRC-საქართველოში მოსვლამდე, სალომემ გაიარა სტაჟირება საქართველოს მშვიდობის კორპუსში და საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის საპარლამენტო პროგრამაში. მის კვლევით ინტერესებში შედის საგარეო პოლიტიკის ანალიზი, კულტურისა და ტრადიციების როლი ტრანსფორმაციის პროცესში და რეგიონალიზმი.

მერაბ ბოჭოიძე

მერაბ ბოჭოიძემ 2004 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული თ. გეგელიას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის სკოლა-ინტერნატი. 2008 წელს მან კავკასიის ბიზნეს სკოლაში მიიღო ბაკალავრის ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირებაში მენეჯმენტის სპეციალობით. კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრში (CRRC) მოსვლამდე, ის ჩართული იყო მარკეტინგულ კვლევებში. მას ასევე წვლილი მიუძღვის ქართული ვიკიპედიის განვითარებაში. მის კვლევით ინტერესებში შედის სოციალური ეკონომიკა, მარკეტინგი და ინტერპერსონალური ურთიერთობები.

სოფიო მჭედლიშვილი

სოფიო მჭედლიშვილს აქვს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხი სოციალურ მეცნიერებებში. მისი სპეციალიზაციაა სოციალური ფსიქოლოგია. სოფიო ამჟამად სწავლობს საერთაშორისო ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამაზე საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA). 2011 წლის თებერვლიდან ის არის კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრში „ახალგაზრდა მკვლევართა პროგრამის“ მონაწილე. იგი, ძირითადად, დაინტერესებულია პოლიტიკური, ეროვნული უსაფრთხოებისა და სოციალური საკითხებით.