ახალგაზრდა მკვლევართა პროგრამა

სტიპენდიის პროგრამა, რომელიც 2009 წელს დაიწყო, გრძელდება 5-9 თვის განმავლობაში და შერჩეულ ახალგაზრდებს სთავაზობს ფართო სამუშაო გამოცდილებასა და პრაქტიკას. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა სოციალურ მეცნიერებებზე ორიენტირებული ახალგზრდა მკვლევარებისათვის შეიძინონ ახალი უნარები და შეძლონ კომპლექსური საკითხების სწრაფი და სიღრმისეული ანალიზი, აგრეთვე შეისწავლონ მნიშვნელოვანი კომპიუტერული, მათ შორის სტატისტიკური პროგრამები. პროგრამა ასევე აძლევს ახალგაზრდებს საშუალებას იმუშაონ გამოცდილ პროფესიონალებთან და დარგის სპეციალისტებთან ერთად.

შაიმა ელჰოუილი

შაიმა ელჰოუილის სოციოლოგიის ბაკალავრის ხარისხი ეგვიპტეში ალექსანდრიას უნივერსიტეტიდან აქვს მიღებული. სწავლის დროს მისი კვლევა ძირითადად საზოგადოების მდგრადობასა და ქალთა უფლებებს ეხებოდა. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ იგი ჟურნალისტიკის სფეროში მოღვაწეობდა, სადაც ახლო აღმოსავლეთში ადამიანის უფლებებითა და რეგიონში ძალადობის მიზეზებით ინტერესდებოდა. ასევე წერდა ხელოვნებისა და საზოგადოების განვითარების შესახებ. 2018 წელს შაიმამ გამოიკვლია და გამოაქვეყნა სტატია ქალთა სასქესო ორგანოების დასახიჩრების შესახებ. გარდა ამისა, იგი ანტისემიტიზმის საკითხებზე თავისუფალ მკვლევრად მუშაობდა ეგვიპტეში კინო წარმოების კომპანიაში და გრაფიკული ილუსტრატორიც იყო.

ლუკას ფაგლიანო

ლუკასს მაგისტრის ხარისხი ევროპის პოლიტიკისა და საზოგადოების მიმართულებით მიღებული აქვს ლაიდენის უნივერსიტეტიდან, ჩარლზის უნივერსიტეტიდან და იეჯიელონიური უნივერსიტეტიდან. სწავლის პერიოდში მისი კვლევა ეხებოდა სტრატეგიულ კვლევებსა და საერთაშორისო უსაფრთხოებას, უმეტესად დიდ სტრატეგიასა და ჰიბრიდულ საფრთხეებს ევროკავშირის დონეზე. CRRC-ში საერთაშორისო მკვლევრად მუშაობის დაწყებამდე იგი ჰააგის სტრატეგიული კვლევების ცენტრში მუშაობდა ეროვნული უსაფრთხოების დაგეგმვის, სტრატეგიული პროგნოზისა და ჰიბრიდული საფრთხეების მიმართულებით. მოგვიანებით, ლუკასი შეუერთდა სტრატეგიული კვლევების არგენტიული ინსტიტუტის სამუშაო ჯგუფს, რომელიც არგენტინაში დიდი სტრატეგიული პროცესების განვითარებაზე მუშაობდა. ამჟამად მისი კვლევითი ინტერესები მოიცავს ჰიბრიდული საფრთხეებისადმი მზაობას, შედარებით სტრატეგიებსა და დიდი სტრატეგიული პროცესების ჩამოყალიბების პოლიტიკურ განმსაზღვრელებს და შედგება შერეული მეთოდოლოგიური მიდგომისგან, რომელშიც იგი საქართველოში დიდი სტრატეგიული ინსტიტუციის ჩამოყალიბების გზებს.

მაიკლ ერიკ ლამბერტი

მაიკლი მიღებული აქვს დოქტორის ხარისხი (DPhil) ისტორიასა და საერთაშორისო ურთიერთობებში სორბონის უნივერსიტეტიდან ევროპულ ბიზნეს სკოლასთან (INSEAD, BFC’15D) კოლაბორაციის ფარგლებში. მისი სადოქტორო ნამუშევარი ყურადღებას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში პოლიტიკურ-სამხედრო საკითხებზე ამახვილებს. CRRC-ში საერთაშორისო სტაჟირების პროგრამის დაწყებამდე, მაიკლი საფრანგეთის შეიარაღებული ძალების სამინისტროში მუშაობდა ანალიტიკოსად (OSINT). ასევე მუშაობდა ოტავას უნივერსიტეტსა და ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო), სადაც მისი ფოკუსი იყო ინფორმაციის თავისუფლების აქტის ელექტრონული ბიბლიოთეკა და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ჩართულობა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში. მისი კვლევითი ინტერესები მოიცავს მაკროეკოენომიკურ ინტელექტსა და ჩინურ ინვესტიციებს სამხრეთ კავკასიაში, განსაკუთრებით საქართველოში.

ალექსანდრუ მოისი

ალექსანდრე ფლობს დოქტორის ხარისხს პოლიტიკურ ეკონომიკაში ცენტრალური ევროპული უნივერსიტეტიდან. მისი ნაშრომი მიმოიხილავს, თუ რა გავლენა იქონია პარტიის მახასიათებლებმა, როგორებიცაა იდეოლოგია და ამომრჩეველთან კავშირი, ჯანდაცვის სექტორის რეფორმებსა და პოლიტიკებზე აღმოსავლეთ და სამხრეთ ევროპის ქვეყნებში. მისი კვლევის ინტერესები უკავშირდება ჯანდაცვის უთანასწორობის სოციალურ და ინსტიტუციურ განმსაზღვრელებს, ასევე ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის განმსაზღვრელ ინდივიდუალურ ქცევებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ.  ის ამჟამად მოწვეული პროფესორია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნებისა და მეცნიერების სკოლაში, სადაც ის მეთოდოლოგიასა და პოლიტიკის მეცნიერების სხვა საკითხებს ასწავლის.

ნიკოლას ბარკერი

ნიკოლას ბარკერი ოქსფორდის უნივერსიტეტის დოქტორანტია საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით. მისი ძირითადი კვლევითი ინტერესები მოიცავს შეიარაღებული კონფლიქტისა და პოლიტიკური ძალადობის მიზეზებს, ბუნებასა და შედეგებს. ნიკოლასის სადოქტორო კვლევა შეეხება სეპარატისტული შეიარაღებული კონფლიქტების შეწყვეტასა და შემდგომ პერიოდს კავკასიასა და ბალკანეთში, რისთვისაც მან საველე სამუშაოები ჩაატარა აფხაზეთში, საქართველოში, კოსოვოსა და სერბეთში, ასევე საარქივო კვლევა გაეროში. მისი კვლევით ინტერესებში შედის საერთაშორისო უსაფრთხოება და კონფლიქტის მართვა, კვლევის თვისებრივი მეთოდები, კონკრეტულად კვლევითი საველე სამუშაოები კონფლიქტურ რეგიონებში და კვლევის ეთიკა.

როუენ ბეიკერი

როუენი ლოს ანჯელესში მდებარე კალიფორნიის უნივერსიტეტის ბაკალავრიატის სტუდენტია, სადაც საერთაშორისო განვითარებასა და რუსეთმცოდნეობას სწავლობს. მას სტაჟიორ მკვლევრად მუშაობის გამოცდილება აქვს ცენტრალური აზიის რეგიონული განვითარების ცენტრში. იქ მუშაობის დროს იგი საჯარო პოლიტიკის კვლევებს ატარებდა და მუშაობდა რეკომენდაციებზე „არალის ზღვის აუზში კლიმატის ადაპტაციისა და მისი გავლენის შემცირების პროგრამის ფარგლებში“ (CAMP4ASB) კლიმატის ცვლილების პროგრამებში გენდერის საკითხების ინტეგრირებასთან დაკავშირებით. როუენმა თითქმის ერთი წელი გაატარა სწავლასა და კვლევაში მოლდოვეთში, საქართველოსა და ყაზახეთში. მისი კვლევითი ინტერესები მოიაცვს კლიმატის ცვლილების პოლიტიკას და განვითარებას ევრაზიაში. როუენი გამართულად საუბრობს ინგლისურ და რუსულ ენებზე.

მეგან ნილი

მეგანს მიღებული აქვს ბაკალავრის დიპლომი ეკონომიკასა და რუსულ ენაში მიდლბერის კოლეჯიდან, სადაც სწავლისას მისი მიმართულება განვითარების ეკონომიკა და პოსტსაბჭოთა კონტექსტი იყო. CRRC-ში მოსვლამდე, მან სამი წელი გაატარა აბდულ ლატიფ ჯამეელის სიღარიბის ლაბორატორიაში (J-PAL) მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტში (MIT), სადაც კვლევის შედეგების შეჯამებითა და ანალიზით იყო დაკავებული, მონაწილეობდა განათლების საკითხებზე საჯარო პოლიტიკის გავრცელებაში, RCT კვლევის ჩატარებაში ინდოეთში და დიდი კვლევითი ფონდის მენეჯერი იყო. მეგანის კვლევითი ინტერესები მოიცავს განათლებას, გარემოს დაცვის საკითხებს, ტურიზმს, გენდერს და კვლევის ექსპერიმენტულ მეთოდებს. იგი საუბრობს ინგლისურად, ფრანგულად და რუსულად.

პარამჯეეტ სინგჰი

პარამჯეეტ (პამ) სინგჰს სამართლის სფეროს მაგისტრის ხარისხი აქვს MIPLC პროგრამიდან, რაც აშშ-ში ჯორჯ ვოშინგტონის უნივერსიტეტისა და გერმანიაში მაქს პლანკის ინოვაციისა და კონკურენციის ინსტიტუტის ერთობლივი პროგრამაა. იგი სწავლობდა ინგლისში, ოქსფორდის უნივერსიტეტსა და შვეიცარიაში WIPO-ს აკადემიაში. პამი დიდი გამოცდილების მქონე კვალიფიციური იურისტია. ამასთან ერთად იგი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს უნივერსიტეტში მოწვეულ ლექტორად მუშაობს, ასწავლის ევროკავშირისა და საერთაშორისო ბიზნეს სამართალს. პამი დოქტორანტურის სტუდენტია ევროპათმცოდნეობის ინსტიტუტში და რეგულარულად წერს Qrius-ში, ინდურ ეკონომისტში. მან დააარსა Inkstone (საჯარო პოლიტიკისა და სამართლებრივი ადვოკატირების ორგანიზაცია). პამს თავისი კვლევები საერთაშორისო აკადემიურ ჟურნალებში აქვს გამოქვეყნებული. ახლახანს ნიუ იორკში მდებარე ახალი ეკონომიკური აზროვნების ინსტიტუტმა იგი სამართალსა და ეკონომიკაზე თავისი ნაშრომის წარსადგენად ეკონომიკის ფესტივალზე მიიწვია იტალიაში.