ახალგაზრდა მკვლევართა პროგრამა

სტიპენდიის პროგრამა, რომელიც 2009 წელს დაიწყო, გრძელდება 5-9 თვის განმავლობაში და შერჩეულ ახალგაზრდებს სთავაზობს ფართო სამუშაო გამოცდილებასა და პრაქტიკას. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა სოციალურ მეცნიერებებზე ორიენტირებული ახალგზრდა მკვლევარებისათვის შეიძინონ ახალი უნარები და შეძლონ კომპლექსური საკითხების სწრაფი და სიღრმისეული ანალიზი, აგრეთვე შეისწავლონ მნიშვნელოვანი კომპიუტერული, მათ შორის სტატისტიკური პროგრამები. პროგრამა ასევე აძლევს ახალგაზრდებს საშუალებას იმუშაონ გამოცდილ პროფესიონალებთან და დარგის სპეციალისტებთან ერთად.

ათანასიოს კიპოუროს

თანასი ამჟამად მაგისტრის ხარისხის კანდიდატია ევროპის, რუსეთისა და ევრაზიისმცოდნეობაში ტორონტოს უნივერსიტეტში. იგი ფლობს ბაკალავრის ხარისხს პოლიტიკურ მეცნიერებებში ასევე ტორონტოს უნივერსიტეტიდან. მისი სამუშაო გამოცდილება მოიცავს უმცროს მკვლევრად მუშაობას ევროპისა და საგარეო პოლიტიკის ჰელენურ ინსტიტუტში. ამჟამად თანასის სამუშაო ბალკანეთსა და კავკასიაში ინფრასტრუქტურის განვითარებას ეხება. იგი მაგისტრატურის მეორე კურსის სტუდენტია და იკვლევს მასობრივი ტრანსპორტირებისა და რკინიგზის ინფრასტრუქტურის განვითარებასა და მის პერსპექტივას ამ რეგიონებში.

ანიკა კასტეტერი

ანიკამ ბაკალავრის ხარისხი პოლიტიკურ მეცნიერებებსა და საერთაშორისო ურთიერთობებში კოლორადოს კოლეჯში მიიღო. იგი განვითარებისა და ჰუმანიტარული დახმარების პროექტებზე მუშაობდა ინდოეთსა და იორდანიაში. ანიკამ საშინაო პოლიტიკაში გარკვეული გამოცდილება მიიღო აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და შრომის ბიუროში სტაჟირებისას. იგი საერთაშორისო შრომითი უფლებების განყოფილების სტაჟიორი იყო. 2017 წლის მაისში ბაკალავრიატის დასრულების შემდეგ, ანიკამ სტაჟირება გაიარა გაეროს განვითარების პროგრამის საქართველოს ოფისის მმართველობის რეფორმის ფონდის პროექტში.

დავიდ მზიკიანი

დავით მზიკიანი ფლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხს ბიზნესის ადმინისტრირებაში და მიღებული აქვს მაგისტრის ხარისხი ადამიანის უფლებებში და დემოკრატიზაციაში აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონალური სამაგისტრო პროგრამიდან. CRRC-საქართველოს „ახალგაზრდა მკვლევართა პროგრამაში“ ჩართვამდე, იგი ჩართული იყო არასამთავრობო და კერძო სექტორის სხვადასხვა პროექტში. მისი კვლევითი ინტერესები ეხება პოლიტიკურ ტრანსფორმაციებს სამხრეთ კავკასიაში საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ.

ნინო ზუბაშვილი

ნინო ფლობს მაგისტრის ხარისხს პოლიტიკის მეცნიერებაში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან და ბაკალავრის ხარისხს ევროპისმცოდნეობაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან. ის ასევე სწავლობდა ვარშავის უნივერსიტეტში გაცვლითი სტუდენტის სტატუსით. „ახალგაზრდა მკვლევართა პროგრამაში“ ჩართვამდე, ნინო მონაწილეობდა კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის რამდენიმე კვლევით პროექტში: ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის მიერ დაფინანსებულ პროექტში კავშირი საჯარო პოლიტიკას, მიგრაციასა და განვითარებას შორის და გაეროს განვითარების პროგრამის მიერ დაფინანსებულ 2014 წლის წინასაარჩევნო მედიამონიტორინგის პროექტში. ის ასევე იყო კვლევითი სტაჟიორი სოციალურ მეცნიერებათა ცენტრში, ამას გარდა გავლილი აქვს სტაჟირება სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტსა და საქართველოს პარლამენტში. მის კვლევით ინტერესებში შედის როგორც საქართველოს სოციალურ-პოლიტიკური განვითარების სხვადასხვა საკითხი, სამოქალაქო ცნობიერება და სოციალური კაპიტალი, ასევე ადამიანის უფლებები, ადამიანის უსაფრთხოება და კონფლიქტები.

მარი მეხრიშვილი

მარი მეხრიშვილს მიღებული აქვს ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრის ხარისხი ოსთფოლდის უნივერსიტეტში, სადაც გაიარა ბაკალავრიატის ბოლო კურსი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიკის განხრით სამწლიანი სწავლის შემდეგ. CRRC-საქართველოში მუშაობის დაწყებამდე, მარი მუშაობდა ორგანიზაცია “GeoWel Research“-ში, სადაც ჩართული იყო სამაგიდო კვლევებსა და ინტერვიუებში ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებზე. მისი კვლევითი ინტერესები ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებასთანაა დაკავშირებული. ასევე, ის დაინტერესებულია უმცირესობათა საკითხებით.

მარიამ ლონდარიძე

მარიამ ლონდარიძემ 2014 წელს მიიღო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ბაკალავრის ხარისხი მეორადი სპეციალობით ბიზნესის ადმინისტრირებაში. CRRC-საქართველოში მოსვლამდე, ის იყო ახალგაზრდა მკვლევარი პოლიტიკისა და მართვის საკონსულტაციო ჯგუფში (PMCG). ის მუშაობდა ყოველკვირეული საინფორმაციო ბიულეტენის შექმნაზე, რომელშიც მიმოხილული იყო ქვეყანაში მიმდინარე მნიშვნელოვანი ეკონომიკური პროცესები. მანამდე, ის ჩართული იყო ინფორმაციული ტექნოლოგიების კერძო სადისტრიბუციო კომპანიის მარკეტინგულ კვლევაში. მის კვლევით ინტერესებში შედის ეკონომიკური და სოციალური საკითხები.

მაია კომახიძე

მაია ფლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხს საერთაშორისო ურთიერთობებში2009 და 2013 წლებში მან მოიპოვა სტიპენდია აშშ-სა და ჩეხეთის რესპუბლიკაში სწავლის გასაგრძელებლად. „ახალგაზრდა მკვლევართა პროგრამაში“ მონაწილეობამდე, ის მუშაობდა ფაქტჩეკში, როგორც პროექტის ასისტენტი და გრანტების ოფიცერი. მისი კვლევით ინტერესების სფერო მოიცავს განვითარებადი ქვეყნების საჯარო პოლიტიკას, სოციალურ და პოლიტიკურ ტრანსფორმაციებს პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, სამოქალაქო ჩართულობასა, საერთაშორისო ინსტიტუტებსა და გლობალურ მმართველობას.

თამარ გზირიშვილი

თამარს მიღებული აქვს ბაკალავრის ხარისხი პოლიტოლოგიასა და ფილოსოფიაში კლარკის უნივერსიტეტიდან. კლარკში სწავლისას, მან ერთი სემესტრი ამერიკულ უნივერსიტეტში გაატარა, სადაც გაიარა მშვიდობისა და კონფლიქტების მოგვარების პროგრამა. ამჟამად თამარი ასრულებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და შპაიერის უნივერსიტეტის ერთობლივ სამაგისტრო პროგრამას საჯარო მმართველობაში. CRRC-საქართველოს „ახალგაზრდა მკვლევართა პროგრამაში“ ჩართვამდე, თამარი მუშაობდა „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოში“ მკვლევრის პოზიციაზე. მისი ინტერესები მოიცავს კონფლიქტებს, იდენტობის საკითხებსა და ნაციონალიზმს.