ახალგაზრდა მკვლევართა პროგრამა

სტიპენდიის პროგრამა, რომელიც 2009 წელს დაიწყო, გრძელდება 5-9 თვის განმავლობაში და შერჩეულ ახალგაზრდებს სთავაზობს ფართო სამუშაო გამოცდილებასა და პრაქტიკას. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა სოციალურ მეცნიერებებზე ორიენტირებული ახალგზრდა მკვლევარებისათვის შეიძინონ ახალი უნარები და შეძლონ კომპლექსური საკითხების სწრაფი და სიღრმისეული ანალიზი, აგრეთვე შეისწავლონ მნიშვნელოვანი კომპიუტერული, მათ შორის სტატისტიკური პროგრამები. პროგრამა ასევე აძლევს ახალგაზრდებს საშუალებას იმუშაონ გამოცდილ პროფესიონალებთან და დარგის სპეციალისტებთან ერთად.

ცისანა ხუნდაძე

ცისანა ხუნდაძე ფლობს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხს სოციალურ მეცნიერებებში და ასევე, მაგისტრის ხარისხს ფსიქოლოგიაში. ამჟამად არის დოქტორანტურის სტუდენტი თსუ-ში. მისი სპეციალობა არის სოციალური, პოლიტიკური და კულტურული ფსიქოლოგია. CRRC-საქართველოში მოსვლამდე, ის ჩართული იყო ISR-სა და Ars Magna-ს მიერ განხორციელებულ სხვადასხვა პროექტში, როგორც ასისტენტი. ცისანა, ძირითადად, მუშაობდა სოციალურ და ორგანიზაციულ კვლევებზე. მის კვლევით ინტერესებში შედის მასობრივი კომუნიკაციის საშუალებები და კუტურული საკითხები.

ვაჟა ბურდული

ვაჟა ბურდულმა 2001 წელს დაამთავრა საქართველოს ჰუმანიტარულ-ეკონომიკური უნივერსიტეტი სამართალმცოდნის კვალიფიკაციით და 2008 წელს მოიპოვა ბაკალავრის ხარისხი ჰუმანიტარულ მეცნიერებებში ამერიკათმცოდნეობის განხრით შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტიდან. CRRC-საქართველოში მოსვლამდე, ვაჟა მუშაობდა ჟურნალ „ბიზნეს ნიუსის“ ინგლისური ვერსიის კორექტორად და აგრეთვე, მთარგმნელად სახალხო დამცველის ოფისში, რომელთანაც კვლავაც აგრძელებს თანამშრომლობას. მის კვლევით ინტერესებში შედის საბჭოთა პერიოდის საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა და საქართველოს უახლესი ისტორია.

თეა გოგინაშვილი

თეა გოგინაშვილმა დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და მიღებული აქვს ბაკალავრის ხარისხი მათემატიკაში. ის ასევე ფლობს მაგისტრის ხარისხს ეკონომიკის საერთაშორისო სკოლიდან. CRRC-საქართველოში მოსვლამდე, თეა მუშაობდა მკვლევარ-ასისტენტად პროფესორ ფრედერიკ ლორენთან (ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის ლექტორი და მკვლევარი). თეას კვლევით ინტერესებში შედის უძრავი ქონების ეკონომიკა და მაკროეკონომიკა.

ელენე ჯაფარიძე

ელენე ჯაფარიძე არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური ფსიქოლოგიის ბაკალავრი და ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა მაგისტრი. ბაკალავრიატის დროს, იგი სწავლობდა საარბრუკენის უნივერსიტეტში სტუდენტთა გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, სადაც მან გაიარა სხვადასხვა ტრენინგი მცირე ჯგუფების ფსიქოლოგიაში. გერმანიიდან დაბრუნებისთანავე მან ინტერვიუერად დაიწყო მუშაობა კვლევით ორგანიზაცია ACT-ში. მაგისტრატურის დროს, ელენე ახორციელებდა სხვადასხვა სოციალურ კვლევას ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის კვლევითი ჯგუფის ხელმძღვანელობით. ამჟამად ელენე მუშაობს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრში (CRRC), „ახალგაზრდა მკვლევართა პროგრამის“ ფარგლებში.

ქეთი ჩუბინიშვილი

ქეთი ჩუბინიშვილს აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხი სოციოლოგიაში. შემდეგ სწავლობდა მასარიკის უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამაზე ბრნოში, ჩეხეთში. 2010 წლის თებერვლიდან არის კავკასიის კვლევითი რესურების ცენტრში „ახალგაზრდა მკვლევართა პოგრამის“ მონაწილე. CRRC-საქართველოში მოსვლამდე, ქეთი მუშაობდა კვლევით პროექტებზე სხვადასხვა ორგანიზაციისთვის. იგი, ძირითადად, დაინტერესებულიასოციალური და კულტურული საკითხებით.

ბრაიან ო’კონორი

ბრაიანი ჩაირიცხა სლავური და აღმოსავლეთ ევროპული კვლევების სკოლაში, ლონდონის კოლეჯის უნივერსიტეტში. მას მიღებული აქვს ბაკალავრის ხარისხი ლონდონის უნივერსიტეტიდან. მან შემდგომი წლები ინგლისურის მასწავლებლად იმუშავა უკრაინაში, მოლდოვასა და ყაზახეთში. ამჟამად ის სწავლობს აღმოსავლეთ ევროპის/ყოფილი საბჭოთა კავშირის პოლიტიკასა და უსაფრთხოებას და სწავლის მეორე წელს 2017 წლის სექტემბრიდან გაატარებს მოსკოვში. მისი კვლევა ფოკუსირდება კრემლსა და მოწინავე რუს ოლიგარქებს შორის ინტერაქციაზე, რომლის მიზანიცაა იმის განსაზღვრა, თუ რა აქცევს ამ უკანასკნელს პირველის აგენტად: კონკრეტული ფოკუსით ფილანთროპიაზე, პოლიტიკურ ჩართულობასა და კორპორატიულ მმართველობაზე.

დინარა ურაზოვა

დინარა ჩრდილოეთ ყაზახეთიდან არის, ქალაქიდან, რომელიც ევროპისა და აზიის გზასაყარზე მდებარეობს. როგორც სოციალური მეცნიერების ენთუზიასტი, მას მიღებული აქვს ბაკალავრის ხარისხი პოლიტიკის მეცნიერებასა და საერთაშორისო ურთიერთობებში ამერიკის უნივერსიტეტიდან, ბულგარეთში. ამის შემდეგ ის მუშაობდა მწერლად Tengrinews-ისთვის – ახალი ამბების ერთ-ერთი უდიდესი ინგლისურენოვანი წყარო ყაზახეთში. ასევე, მას მიღებული აქვს მაგისტრის ხარისხი პოლიტიკის მეცნიერებაში ცენტრალური ევროპული უნივერსიტეტიდან და გავლილი აქვს სტაჟირება GFSIS-ში.  მისი ფართო ინტერესები მოიცავს სოციალური მეცნიერების მეთოდოლოგიას, რეჟიმის ტრანსფორმაციას, დავის პოლიტიკას, უთანასწორობას, მათ შორის გენდერულ და სოციალურ-ეკონომიკურ უთანასწორობას, და პოლიტიკურ სოციოლოგიას.

რაია ელ ზეინი

რაია ელ ზეინი ამჟამად არის მოწვეული სწავლული წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში, ილიას უნივერსიტეტში. ის ფლობს დოქტორის ხარისხს ნიუ ორკის საქალაქო უნივერსიტეტიდან.  მისი კვლევის ინტერესები მოიცავს ქალაქის ახალგაზრდების კულტურას, სუბკულტურასა და არაბულ სამყაროში და მის დიასპორებში ამ ყოველივეს გამოვლინებას.