ახალგაზრდა მკვლევართა პროგრამა

სტიპენდიის პროგრამა, რომელიც 2009 წელს დაიწყო, გრძელდება 5-9 თვის განმავლობაში და შერჩეულ ახალგაზრდებს სთავაზობს ფართო სამუშაო გამოცდილებასა და პრაქტიკას. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა სოციალურ მეცნიერებებზე ორიენტირებული ახალგზრდა მკვლევარებისათვის შეიძინონ ახალი უნარები და შეძლონ კომპლექსური საკითხების სწრაფი და სიღრმისეული ანალიზი, აგრეთვე შეისწავლონ მნიშვნელოვანი კომპიუტერული, მათ შორის სტატისტიკური პროგრამები. პროგრამა ასევე აძლევს ახალგაზრდებს საშუალებას იმუშაონ გამოცდილ პროფესიონალებთან და დარგის სპეციალისტებთან ერთად.

ბენეთ კლიფორდი

ბენეტმა მიიღო ბაკალავრის ხარისხი პოლიტიკასა და საერთაშორისო ურთიერთობების დარგში Wake Fores University-დან. 2018 წლიდან კი ისწავლის ფლეტჩერის სამართლისა და დიპლომატიის სკოლაში (ტაფტის უნივერსიტეტი) მაგისტრის ხარისხის მოსაპოვებლად. იგი მუშაობდა ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის კიბერ და საშინაო უსაფრთხოების ცენტრში, და საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფონდში (GFSIS). მის კვლევით ინტერესებს წარმოადგენს ტერორიზმი, კონფლიქტი, და ტერორიზმისა და ძალადობრივი ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლა კავკასიის რეგიონში. 

იზი ველანი

იზიმ მიიღო მაგისტრის ხარისხი ინტერდისციპლინარულ კვლევებში (Area Studies) და ბაკალავრის ხარისხი პოლიტიკურ მეცნიერებებსა და საერთაშორისო ურთიერთობებში ლონდონის უნივერსიტეტში (University of London). ის იყო რედაქტორი სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციაში, მათ შორის, გაეროს (United Nations) იერუსალიმის ოფისში და წითელი ჯვრის ორგანიზაციაში, ლონდონში. CRRC-საქართველოში მოსვლამდე, იზი მუშაობდა University College London-ის კვლევითი გუნდის რედაქტორად. მას აინტერესებს მთავრობის ანგარიშვალდებულებისთვის აუცილებელი მექანიზმების შესწავლა, ასევე, კვლევების გამოყენების მნიშვნელობა სამოქალაქო საზოგადოებისა და გადაწყვეტილების მიმღები პირებისთვის.

ელიზაბეტ ჰანთერი

ელიზაბეტმა მიიღო მაგისტრის ხარისხი რესურსების ეკონომიკაში ეკონომეტრიკისა და ენერგოპოლიტიკის სპეციალობით ამჰერსტის მასაჩუსეტსის უნივერსიტეტში (University of Massachusetts Amherst). თავისი აკადემიური კარიერის განმავლობაში ელიზაბეტმა გაიარა კურსები, რომლებიც ეხებოდა ეკონომიკურ განვითარებასა და ყოფილ საბჭოთა კავშირს. ბაკალავრის ხარისხის მოპოვების შემდეგ, 2012 წელს ის პირველად ჩამოვიდა საქართველოში ინგლისურის მასწავლებლად. მის კვლევით ინტერესებში შედის საკუთრების უფლებებისა და გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებში განახლებად ენერგიაზე მომუშავე ტექნოლოგიების გამოყენების შესწავლა.

საშენკა ლეშაი

საშენკა ფლობს მაგისტრის ხარისხს რუსულსა და აღმოსავლეთ ევროპათმცოდნეობაში ოქსფორდის უნივერსიტეტიდან, სადაც იგი იყო “ფონდ ღია საზოგადოების” სტიპინედიატი. მას აქვს ბაკალავრის ხარისხი პოლიტიკურ მეცნიერებებში ტირანას უნივერსიტეტიდან და საერთაშორისო ურთიერთობებში ტირანას ევროპული უნივერსიტეტიდან. სწავლის დამთავრების შემდეგ საშენკა მუშაობდა ალბანეთის საერთაშორისო კვლევების ინსტიტუტში (AIIS), ახალგაზრდების პროფესიული განვითარების პროგრამის ფარგლებში, 2013-14 წლების მაგისტრატურისა და დოქტორანტურის კურსდამთავრებულებისთვის. ამ პერიოდში ის იკვლევდა დასავლეთ ბალკანეთის ევროკავშირთან დაახლოების პროცესს და ალბანეთის მოქალაქეების შეხედულებებს შიდასახელმწიფოებრივ და რეგიონულ საკითხებზე. საშენკას კვლევითი ინტერესები ძირითადად მოიცავს პოსტ-კომუნისტურ ტრანზიციასა და ნაციონალიზმს, ონტოლოგიურ უსაფრთხოებას, პოლიტიკურ დისკურსსა და იდენტობას. ამჟამად, ის იკვლევს ტერიტორიული დისინტეგრაციის გავლენას/ეფექტებს სახელმწიფოებრივ იდენტობაზე და აპირებს გააკეთოს შედარებითი ანალიზი ბალკანეთსა და სამხრეთ კავკასიას შორის.

იოსებ ლარსენი

იოსები ფლობს მაგისტრის ხარისხს ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტიდან (CEU), სადაც ის სწავლობდა პოსტ-კომუნისტური ქვეყნების გარდამავალ პერიოდს ცენტრალური დაგეგმვიდან საბაზრო ეკონომიკაზე.  CRRC-ში მოსვლამდე, იოსები მუშაობდა განათლებისა და მარკეტინგის სფეროში. ასევე მოსინჯა საკუთარი ძალები სტატიების წერაში.მისი კვლევითი ინტერესები მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა პოლიტიკურ ეკონომიკასა და გეოპოლიტიკას შორის კავშირი და გლობალიზაციის გავლენა საჯარო პოლიტიკის ეფექტიანობაზე. უნგრეთში გატარებული რამდენიმე წლის შემდეგ, იოსებმა გადაწყვიტა საქართველოში ჩამოსვლა დამატებითი გამოცდილების შესაძენად.

ემილი ნოულსი

ემილი მაგისტრატურის ბოლო კურსზეა და სწავლობს საერთაშორისო და ევროპულ პოლიტიკას ედინბურგის უნივერსიტეტში (დიდი ბრიტანეთი). ის ფლობს სურეის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) პირველი ხარისხის ბაკალავრის დიპლომს ფრანგულ და ესპანურ ენებში, სადაც დაჯილდოვდა მაღალი აკადემიური მოსწრებისთვის. ემილი ახორციელებს 6-თვიან კვლევით მუშაობას კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრსა (CRRC) და საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში (GFSIS). მისი კვლევითი ინტერესები მოიცავს ტერიტორიულ კონფლიქტებს, მიწებთან დაკავშირებულ დავებს, იდენტობის საკითხებს, უსაფრთხოებასა და კონფლიქტის ანალიზის მეთოდოლოგიას. მისი კვლევა წარმოდგენილი იქნება ორი ნაშრომის სახით: სადავო საზღვრების უსაფრთხოება; ტერიტორიული კონფლიქტის სტრესისადმი გამძლეობის ტესტის მეთოდოლოგია, რომლებითაც ის წარდგება, შესაბამისად, სასაზღვრო კვლევების ასოციაციის (Association for Borderland Studies) მსოფლიო კონფერენციაზე და მშვიდობის საერთაშორისო კვლევითი ასოციაციის (International Peace Research Association) 25-ე კონფერენციაზე. საქართველოში ჩამოსვლამდე ემილი იყო მკვლევარი ჰააგის სტრატეგიული კვლევების ცენტრში (The Hague Centre for Strategic Studies) (ჰოლანდია), ქალაქ ედინბურგის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების გუნდში (დიდი ბრიტანეთი), Electricité de France-ს საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროგნოზირების განყოფილებაში (საფრანგეთი). ასევე, მუშაობდა არასამთავრობო ორგანიზაცია Nexos Voluntarios-ის საერთაშორისო განვითარების ჯგუფში (პერუ). ემილის მშობლიური ენა ინგლისურია. ამის გარდა თავისუფლად ფლობს ფრანგულს, ესპანურს და ჰოლანდიურს. ასევე, შეუძლია რუსულ ენაზე საუბარი და აპირებს, საქართველოში მუშაობის პერიოდში გაიუმჯობესოს თავისი ცოდნა რუსულსა და ქართულ ენებში.

დასტინ გილბრეტი

დასტინი არის ფილოსოფიის ბაკალავრი სკიდმორის კოლეჯიდან. CRRC-ში მუშაობის დაწყებამდე ის მუშაობდა ინგლისურის მასწავლებლად, შტატგარეშე ავტორად, რედაქტორად და მთარგმნელად. აგრეთვე, ტურიზმის გეოგრაფიის ლექტორად ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მის აკადემიურ ინტერესებს შორის არის პოლიტიკისა და ეკონომიკის ანთროპოლოგია. დასტინი დაინტერესებულია დისკურსით, დისკურსის ცვლილებითა და დისკურსის განხორციელებით საქართველოსა და ქართულ პოლიტიკაში. დასტინი საუბრობს ინგლისურ და ქართულ ენებზე.

ლუი-ფილიპ კამპო

ლუი-ფილიპი ფლობს ოტავას უნივერსიტეტის ისტორიის ბაკალვრის ფიპლომს, უნივერსიტეტში სწავლისას ის დაინტერესებული იყო რუსეთის ისტორიისა და იდეოლოგიების გავლენის შესწავლით. მან ერთ წელი იმუშავა ოტავაში მდებარე კანადის სამხედრო არქივში. შემდეგი ორი წლის განმავლობაში მან აკადემიური და პროფესიული შვებულება აიღო და ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში მოგზაურობდა ველოსიპედით ხალხისა და კულტურის უკეთ გასაცნობად. მოგზაურობამ ლუი-ფილიპი თბილისში მოიყვანა, სადაც ის დამოუკიდებელ კვლევას ატარებს ალტერნატიული იდეოლოგიების გავლენაზე 1918-1921 წლების დამოუკიდებლობის პერიოდში. ლუი-ფილიპის საუბრობს ფრანგულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე და აგრეთვე სწავლობს ქართულს.