ახალგაზრდა მკვლევართა პროგრამა

სტიპენდიის პროგრამა, რომელიც 2009 წელს დაიწყო, გრძელდება 5-9 თვის განმავლობაში და შერჩეულ ახალგაზრდებს სთავაზობს ფართო სამუშაო გამოცდილებასა და პრაქტიკას. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა სოციალურ მეცნიერებებზე ორიენტირებული ახალგზრდა მკვლევარებისათვის შეიძინონ ახალი უნარები და შეძლონ კომპლექსური საკითხების სწრაფი და სიღრმისეული ანალიზი, აგრეთვე შეისწავლონ მნიშვნელოვანი კომპიუტერული, მათ შორის სტატისტიკური პროგრამები. პროგრამა ასევე აძლევს ახალგაზრდებს საშუალებას იმუშაონ გამოცდილ პროფესიონალებთან და დარგის სპეციალისტებთან ერთად.

მაქსიმილიენ ლამბერსტონი

მაქსიმილიენი ფლობს ჯორჯტაუნის უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხს საერთაშორისო პოლიტიკაში. CRRC-ში მუშაობის დაწყებამდე ის იყო ფულბრაიტის მკვლევარი ბულგარეთში, ქალაქ ვრაცაში და მუშაობდა ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის პროგრამებში ალბანეთსა და ბოსნიასა და ჰერცოგოვინაში. მისი კვლევითი ინტერესებს შორის არის ეკონომიკური კრიზისების და მკაცრი ფინანსური პოლიტიკის გავლენა ექსტემისტული პარტიების გაძლიერებაზე. აგრეთვე, ეროვნული ისტორიის შექმნა პოლიტიკური აქტორების მიერ აღმსოავლეთ ევროპასა და ევრაზიაში. მაქსიმილიენი საუბრობს ფრანგულ, ინგლისურ და გერმანულ ენებზე.

ინგე სნიპი

ინგე სნიპი ბოლო 4.5 წელიწადის განმავლობაში პერიოდულად ცხოვრობდა საქართველოში და მუშაობდა სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციაში. მან დააფუძნა Evolutsia.net – ახალი ამბების და ანალიზის ვებ-გვერდი, სადაც საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები შუქდება. ამჟამად ინგე მუშაობს პოლიტიკისა და საერთაშორისო მეცნიერებების დარგში მაგისტრის ხარისხის მოსაპოვებლად უფსალას უნივერსიტეტში. ამისთვის მან კვლევა ჩაატარა ელიტის კონფიგურაციის თემაზე კოლუმბიის უნივერსიტეტთან არსებულ  ჰარიმანის ინსტიტუტში. სამაგისტრო ნაშრომი ეხება საქართველოს კულტურულ ელიტას და ეფუძნება პიერ ბურდიეს კაპიტალის იდეას, რომელიც ამტკიცებს, რომ არა მხოლოდ ეკონომიკური კაპიტალი, არამედ სოციალური, კულტურული და სიმბოლური კაპიტალიც ქმნის ძალაუფლებას საზოგადოებაში.  ინგეს აქვს ბაკალავრის ხარისხი საერთაშორისო და ევროპული სამართლის სფეროში გრონინგენის უნივერსიტეტიდან. აგრეთვე ფლობს რუსული ენის ცერტიფიკატს კიევის უნივერსიტეტიდან, სადაც სწავლობდა ერთი წლის განმავლობაში.

მილენა ოგანესიან

მილენა დოქტორანტურის სტუდენტია კულტურულ ანთროპოლოგიაში, მონტანა-მისურის უნივერსიტეტში, აშშ-ში. ის ფლობს მაგისტრის ხარისხს ისტორიაში იმავე უნივერსიტეტიდან და კომბინირებულ, ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხს ახლო აღმოსავლეთის ისტორიასა და საერთაშორისო ურთიერთობებში, მეორადი სპეციალობით თურქულსა და არაბულში თბილისის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტიდან (საქართველოში).  მილენა თავისუფლად საუბრობს რუსულად, ქართულად და სომხურად. მისი კვლევის ინტერესები მოიცავს ეთნიკურ-რელიგიურ ქორწინებას, ადამიანის უფლებებს, ეთნიკურ კონფლიქტებსა და საერთაშორისო განვითარებას სამხრეთ კავკასიის რეგიონში.

გევინ სლეიდი

გევინ სლეიდი არის სამეცნიერო ხარისხის კანდიდატი ოქსფორდის უნივერსიტეტში, დიდ ბრიტანეთში. მას მიღებული აქვს ბაკალავრის ხარისხი უელსის უნივერსიტეტიდან და მაგისტრის ხარისხი როგორც ოქსფორდის, ასევე ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტიდან ბუდაპეშტში. გევინი თითქმის ხუთი წლის განმავლობაში  ცხოვრობდა და მუშაობდა რუსეთში და საქართველოში პირველად 2002 წელს ჩამოვიდა ინგლისური ენის მასწავლებლის სტატუსით. ბოლო სამი წლის განმავლობაში იგი მუშაობდა თავის სამეცნიერო ხარისხზე საქართველოში. მისი ინტერესის სფეროს წარმოადგენს კრიმინოლოგია: ორგანიზებული დანაშაული და ხელისუფლების რეაქცია, ,,კანონიერი ქურდების” სუბკულტურები და ციხისა და პოლიციის რეფორმები პოსტ-საბჭოთა სივრცეში.

მალტე ვიფჰუსი

ამჟამად მალტე პარიზის პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტის ბაკალავრიატის სტუდენტია. 2010 წლის თებერვლიდან მალტე CRRC-ის საგრანტო პროგრამაში ჩაერთო როგორც საბაკალავრო სწავლების ნაწილში. CRRC-ში მოსვლამდე, მალტე ერთი წლის განმავლობაში მზის ენერგიის პროექტებზე მუშაობდა ბურკინა ფასოში, სადაც დღესდღეობითაც აქტიურად არის ჩართული. იგი ასევე მონაწილეობს რიგით პროექტებში როგორც გერმანიაში, მის სამშობლოში, ასევე გერმანიის საზღვრებს გარეთ. მალტეს მონაწილეობა აქვს მიღებული მოროკოში სოფლად საგანმანათლებლო ცენტრის ჩამოყალიბებაში.  ასევე, თავის მშობლიურ ქალაქში ჩრდილოეთ გერმანიაში მალტემ ორგანიზება გაუწია ყოველწლიურ მუსიკალურ ფესტივალს და ასევე ყოველთვიურ საკლუბო თამაშობებს. მას გავლილი აქვს სტაჟირება გერმანიში ასპენის ინსტიტუტსა და ასევე საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში.  გარდა მისი მშობლიური გერმანული ენისა, მალტე ფლობს ინგლისურ და ფრანგულ ენებს და ამჟამად სწავლობს რუსულ ენას. მისი კვლევის ინტერესებში შედის კავშირი ენერგეტიკულ პოლიტიკას, დემოკრატიასა და სოციალურ პოლიტიკას შორის, ასევე, ტრანსფორმაციის პროცესი დსთ-ს ქვეყნებში.

ჯეს ტატუმი

ჯეს ტატუმს მიღებული აქვს მაგისტრის ხარისხი ევროპეისტიკაში ჰერიოტ-უოტ უნივერსიტეტიდან, ედინბურგი (გაერთიანებული სამეფო) და ბაკალავრის ხარისხი საერთაშორისო სწავლებებში პორტლენდის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან (აშშ). მანამდე ჯესი მუშაობდა თარჯიმნად ევროპის სოციოლოგიურ-პოლიტიკური ჯგუფისთვის რობერტ შუმანის უნივერსიტეტში, სტრასბურგში (საფრანგეთი), ასწავლიდა ინგლისურს საფრანგეთსა და ჩინეთში. მისი ამჟამინდელი კვლევის ინტერესები მოიცავს ევროკავშირის საგარეო ურთიერთობებსა და პოლიტიკურ ტენდენციებს კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში. ჯესი ინტერვიუების რედაქტორია საერთაშორისო საქმეთა კავკასიური მიმოხილვისთვის (CRIA).

სონია კლეშიკი

სონიას მიღებული აქვს მაგისტრის ხარისხი პოლიტიკურ მეცნიერებაში ცენტრალური ევროპული უნივერსიტეტიდან, სადაც დაწერა თეზისი საქართველოში ენების მიმართ დამოკიდებულების შესახებ. მანამდე სონია მუშაობდა Human Rights Watch-ში ნიუ-იორკში და Bank Information Center-ში ვაშინგტონში. ყოფილი საბჭოთა ქვეყნებიდან მისი ფოკუსი მიმართული იყო კავკასიასა და ცენტრალურ აზიაზე. სონიას აგრეთვე აქვს ბაკალავრის ხარიასხი კალიფორნიის ბერკლის უნივერსიტეტიდან შედარებით ლიტერატურასა და რუსულ კულტურაში. იგი ფლობს რუსულ და ესპანურ ენებს.

რობია ჩარლზი

რობია ჩარლზი არის კალიფორნიიდან და ფლობს ბაკალავრის დიპლომს, რომელსაც კალიფორნიის უნივერსიტეტში სწავლისას მიიღო რუსულისა და მათემატიკის სწავლისას. აგრეთვე, რობიამ დაამთავრა ევრაზიული და რუსული კვლევების სამაგისტრო პროგრამა სანკტ-პეტერბურგის ევროპულ უნივერსიტეტში და პოლიტიკური მეცნიერების სaამაგისტრო პროგრამა კალიფორნიის ბერკლის უნივერსიტეტში. ამჟამად ის იცავს სადოქტორო დისერტაციას ბერკლის უნივერსიტეტში და არის ასოცირებული დოქტორანტი ბერლინის თავისუფალ უნივერსიტეტთან არსებულ ოტო ზურის სახელობის პოლიტიკური მეცნიერების ინსტიტუტში. CRRC-ში მუშაობის დაწყებამდე, რობია დასაქმებული იყო დამამთავრებელი კურსის სტუდენტების ინსტრუქტორად ბერკლის უნივერსიტეტში, თემის ორგანიზატორად ჩრდილოეთ კალიფორნიაში, მონაწილეობდა ლიმნოლოგიურ კვლევაში ტანზანიასა და ციმბირში. რობიას აკადემიურ ინტერესებს შორის არის ნაციონალიზმი და რელიგიისა და პოლიტიკის გადაკვეთა, კონკრეტულად პოსტსაბჭოთა ევრაზიაში. თავისუფალ დროს მას უყვარს მოგზაურობა, ენების შესწავლა და ჟონგლიორობა. ის ძალიან აღტაცებულია საქართველოთი და CRRC-ში მუშაობით.