თამარ ბურდული ფლობს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრის ხარისხს მენეჯმენტის მიმართულებით. ამჟამად ის სწავლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კონფლიქტების მართვისა და ანალიზის სამაგისტრო პროგრამაზე. თამარი, გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, ერთი სემესტრი სწავლობდა მოლაპარაკებებს, მარკეტინგსა და ფრანგულს საფრანგეთის ქალაქ დიუნკერკის საერთაშორისო ბიზნესის უნივერსიტეტში (ISCID).
კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრში ახალგაზრდა მკვლევრად მოსვლამდე, იგი ჩართული იყო სხვადასხვა პროექტში არასამთავრობო და ბიზნეს სექტორებში ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორებიცაა პრობლემური სესხების მართვა, შესყიდვები და არაფორმალური განათლება. თამარს ჩატარებული აქვს რამდენიმე კვლევა მაგისტრატურის კურსის ფარგლებში.
მისი კვლევითი ინტერესები მოიცავს საზოგადოების განვითარების სოციალურ-პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ ფაქტორებს.
მისი კვლევითი ინტერესები მოიცავს საზოგადოების განვითარების სოციალურ-პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ ფაქტორებს.