ზაქარია საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის მაგისტრატურის სტუდენტია.
CRRC-საქართველოში მუშაობის დაწყებამდე, ზაქარია ჩართული იყო „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსა“ და „ინტერნიუსი – საქართველოს“ მედიამონიტორინგის პროექტებში. ის ასევე მუშაობდა მონიტორინგის სპეციალისტად მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში.
მისი კვლევითი ინტერესები მედიას, სოციალურ კაპიტალსა და სეგრეგაციას უკავშირდება. გარდა ამისა, ზაქარია დაინტერესებულია ფილოსოფიით, თანამედროვე სოციალური თეორიებითა და ვიზუალური სოციოლოგიით.