დავითი ფლობს ბაკალავრის ხარისხს სამართალმცოდნეობაში და აგრძელებს სწავლას ევროპისმცოდნეობის მაგისტრის სპეციალობაზე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრში მოსვლამდე, დავითი მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა საერთაშორისო პროექტში ადამიანური რესურსების მართვისა და სხვა მიმართულებით.
მისი კვლევითი ინტერესის სფერო მოიცავს პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური გარდაქმნის დინამიკასთან დაკავშირებულ საკითხებს.