2010

ქეთი ჩუბინიშვილს აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხი სოციოლოგიაში. შემდეგ სწავლობდა მასარიკის უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამაზე ბრნოში, ჩეხეთში.
2010 წლის თებერვლიდან არის კავკასიის კვლევითი რესურების ცენტრში „ახალგაზრდა მკვლევართა პოგრამის“ მონაწილე. CRRC-საქართველოში მოსვლამდე, ქეთი მუშაობდა კვლევით პროექტებზე სხვადასხვა ორგანიზაციისთვის.
იგი, ძირითადად, დაინტერესებულიასოციალური და კულტურული საკითხებით.
ელენე ჯაფარიძე არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური ფსიქოლოგიის ბაკალავრი და ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა მაგისტრი. ბაკალავრიატის დროს, იგი სწავლობდა საარბრუკენის უნივერსიტეტში სტუდენტთა გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, სადაც მან გაიარა სხვადასხვა ტრენინგი მცირე ჯგუფების ფსიქოლოგიაში. გერმანიიდან დაბრუნებისთანავე მან ინტერვიუერად დაიწყო მუშაობა კვლევით ორგანიზაცია ACT-ში. მაგისტრატურის დროს, ელენე ახორციელებდა სხვადასხვა სოციალურ კვლევას ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის კვლევითი ჯგუფის ხელმძღვანელობით. ამჟამად ელენე მუშაობს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრში (CRRC), „ახალგაზრდა მკვლევართა პროგრამის“ ფარგლებში.
თეა გოგინაშვილმა დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და მიღებული აქვს ბაკალავრის ხარისხი მათემატიკაში. ის ასევე ფლობს მაგისტრის ხარისხს ეკონომიკის საერთაშორისო სკოლიდან.
CRRC-საქართველოში მოსვლამდე, თეა მუშაობდა მკვლევარ-ასისტენტად პროფესორ ფრედერიკ ლორენთან (ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის ლექტორი და მკვლევარი).
თეას კვლევით ინტერესებში შედის უძრავი ქონების ეკონომიკა და მაკროეკონომიკა.
ვაჟა ბურდულმა 2001 წელს დაამთავრა საქართველოს ჰუმანიტარულ-ეკონომიკური უნივერსიტეტი სამართალმცოდნის კვალიფიკაციით და 2008 წელს მოიპოვა ბაკალავრის ხარისხი ჰუმანიტარულ მეცნიერებებში ამერიკათმცოდნეობის განხრით შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტიდან.
CRRC-საქართველოში მოსვლამდე, ვაჟა მუშაობდა ჟურნალ „ბიზნეს ნიუსის“ ინგლისური ვერსიის კორექტორად და აგრეთვე, მთარგმნელად სახალხო დამცველის ოფისში, რომელთანაც კვლავაც აგრძელებს თანამშრომლობას.
მის კვლევით ინტერესებში შედის საბჭოთა პერიოდის საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა და საქართველოს უახლესი ისტორია.
სონიას მიღებული აქვს მაგისტრის ხარისხი პოლიტიკურ მეცნიერებაში ცენტრალური ევროპული უნივერსიტეტიდან, სადაც დაწერა თეზისი საქართველოში ენების მიმართ დამოკიდებულების შესახებ. მანამდე სონია მუშაობდა Human Rights Watch-ში ნიუ-იორკში და Bank Information Center-ში ვაშინგტონში. ყოფილი საბჭოთა ქვეყნებიდან მისი ფოკუსი მიმართული იყო კავკასიასა და ცენტრალურ აზიაზე. სონიას აგრეთვე აქვს ბაკალავრის ხარიასხი კალიფორნიის ბერკლის უნივერსიტეტიდან შედარებით ლიტერატურასა და რუსულ კულტურაში. იგი ფლობს რუსულ და ესპანურ ენებს.
ჯეს ტატუმს მიღებული აქვს მაგისტრის ხარისხი ევროპეისტიკაში ჰერიოტ-უოტ უნივერსიტეტიდან, ედინბურგი (გაერთიანებული სამეფო) და ბაკალავრის ხარისხი საერთაშორისო სწავლებებში პორტლენდის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან (აშშ). მანამდე ჯესი მუშაობდა თარჯიმნად ევროპის სოციოლოგიურ-პოლიტიკური ჯგუფისთვის რობერტ შუმანის უნივერსიტეტში, სტრასბურგში (საფრანგეთი), ასწავლიდა ინგლისურს საფრანგეთსა და ჩინეთში. მისი ამჟამინდელი კვლევის ინტერესები მოიცავს ევროკავშირის საგარეო ურთიერთობებსა და პოლიტიკურ ტენდენციებს კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში. ჯესი ინტერვიუების რედაქტორია საერთაშორისო საქმეთა კავკასიური მიმოხილვისთვის (CRIA).
ამჟამად მალტე პარიზის პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტის ბაკალავრიატის სტუდენტია. 2010 წლის თებერვლიდან მალტე CRRC-ის საგრანტო პროგრამაში ჩაერთო როგორც საბაკალავრო სწავლების ნაწილში. CRRC-ში მოსვლამდე, მალტე ერთი წლის განმავლობაში მზის ენერგიის პროექტებზე მუშაობდა ბურკინა ფასოში, სადაც დღესდღეობითაც აქტიურად არის ჩართული. იგი ასევე მონაწილეობს რიგით პროექტებში როგორც გერმანიაში, მის სამშობლოში, ასევე გერმანიის საზღვრებს გარეთ. მალტეს მონაწილეობა აქვს მიღებული მოროკოში სოფლად საგანმანათლებლო ცენტრის ჩამოყალიბებაში.  ასევე, თავის მშობლიურ ქალაქში ჩრდილოეთ გერმანიაში მალტემ ორგანიზება გაუწია ყოველწლიურ მუსიკალურ ფესტივალს და ასევე ყოველთვიურ საკლუბო თამაშობებს. მას გავლილი აქვს სტაჟირება გერმანიში ასპენის ინსტიტუტსა და ასევე საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში.  გარდა მისი მშობლიური გერმანული ენისა, მალტე ფლობს ინგლისურ და ფრანგულ ენებს და ამჟამად სწავლობს რუსულ ენას. მისი კვლევის ინტერესებში შედის კავშირი ენერგეტიკულ პოლიტიკას, დემოკრატიასა და სოციალურ პოლიტიკას შორის, ასევე, ტრანსფორმაციის პროცესი დსთ-ს ქვეყნებში.