სტაჟიორები

მალტე ვიფჰუსი

ამჟამად მალტე პარიზის პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტის ბაკალავრიატის სტუდენტია. 2010 წლის თებერვლიდან მალტე CRRC-ის საგრანტო პროგრამაში ჩაერთო როგორც საბაკალავრო სწავლების ნაწილში.

CRRC-ში მოსვლამდე, მალტე ერთი წლის განმავლობაში მზის ენერგიის პროექტებზე მუშაობდა ბურკინა ფასოში, სადაც დღესდღეობითაც აქტიურად არის ჩართული. იგი ასევე მონაწილეობს რიგით პროექტებში როგორც გერმანიაში, მის სამშობლოში, ასევე გერმანიის საზღვრებს გარეთ. მალტეს მონაწილეობა აქვს მიღებული მოროკოში სოფლად საგანმანათლებლო ცენტრის ჩამოყალიბებაში.  ასევე, თავის მშობლიურ ქალაქში ჩრდილოეთ გერმანიაში მალტემ ორგანიზება გაუწია ყოველწლიურ მუსიკალურ ფესტივალს და ასევე ყოველთვიურ საკლუბო თამაშობებს. მას გავლილი აქვს სტაჟირება გერმანიში ასპენის ინსტიტუტსა და ასევე საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში.

გარდა მისი მშობლიური გერმანული ენისა, მალტე ფლობს ინგლისურ და ფრანგულ ენებს და ამჟამად სწავლობს რუსულ ენას. მისი კვლევის ინტერესებში შედის კავშირი ენერგეტიკულ პოლიტიკას, დემოკრატიასა და სოციალურ პოლიტიკას შორის, ასევე, ტრანსფორმაციის პროცესი დსთ-ს ქვეყნებში.