თინათინ გაგოშიძე
თინათინ გაგოშიძე გამოყენებითი სოციალური ფსიქოლოგიის მაგისტრია. ის ასევე ფლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ბაკალავრის ხარისხს.
უნივერისტეტში სწავლისას მას ჩატარებული აქვს როგორც თვისებრივი ასევე რაოდენობრივი კვლევები. მისი სამაგისტრო ნაშრომი შეეხებოდა სკოლის მასწავლებელთა აღქმული სოციალური სტატუსის, მათი სოციალური იდენტობისა და კარგად ყოფნის ურთიერთმიმართების დადგენას.
თინათინი იყო ახალგაზრდული გუნდის წევრი არასამთავრობო ორგანიზაციაში ,,პრევენცია პროგრესისთვის“ სადაც მუშაობდა ორგანიზაციის პრიორიტეტულ მიმართულებებზე – ბავშვთა კეთილდღეობა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება. ამასთან, აქვს სამუშაო გამოცდილება სერვისის განვითარებისა და მონიტორინგის მიმართულებით.
თინათინის კვლევითი ინტერესები შეეხება განათლების პოლიტიკის, ბავშვთა კეთილდღეობისა და საზოგადოებაში არსებული დამოკიდებულებებისა და სოციალური განვლენების კვლევას.