ახალგაზრდა მკვლევართა პროგრამა

„ახალგაზრდა მკვლევართა პროგრამა“ CRRC-საქართველოს სასტიპენდიო პროგრამას წარმოადგენს, რომელიც 2009 წლიდან არსებობს. პროგრამა 5-9 თვე გრძელდება და შერჩეულ ახალგაზრდებს ფართო სამუშაო გამოცდილებასა და პრაქტიკას სთავაზობს. ეს გახლავთ უნიკალური შესაძლებლობა სოციალურ მეცნიერებებზე ორიენტირებული ახალგაზრდა მკვლევართათვის, შეიძინონ ახალი უნარები და შეძლონ კომპლექსური საკითხების სწრაფი და სიღრმისეული ანალიზი, აგრეთვე შეისწავლონ მნიშვნელოვანი კომპიუტერული პროგრამები, მათ შორის სტატისტიკური პროგრამები. ასევე, „ახალგაზრდა მკვლევართა პროგრამა“ საშუალებას აძლევს ახალგაზრდებს, იმუშაონ გამოცდილ პროფესიონალებთან და დარგის სპეციალისტებთან ერთად. ახალგაზრდა მკვლევრებს მოეთხოვებათ ისეთ კომპლექსურ კვლევით პროექტებში ჩართვა, რომლებიც საქართველოს მომავლისთვის მნიშვნელოვან საკითხებს ეხება. ასევე, მათ მოეთხოვებათ ანალიტიკური პოლიტიკის ნარკვევების წერაში მონაწილეობის მიღება, გუნდის აქტიური წევრობა და შრომისმოყვარეობა.

საკონტაქტო ინფორმაცია: თამარ ხოშტარია, ელფოსტა: tamuna@crrccenters.org 

თეა გოგინაშვილი

თეა გოგინაშვილმა დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და მიღებული აქვს ბაკალავრის ხარისხი მათემატიკაში. ის ასევე ფლობს მაგისტრის ხარისხს ეკონომიკის საერთაშორისო სკოლიდან. CRRC-საქართველოში მოსვლამდე, თეა მუშაობდა მკვლევარ-ასისტენტად პროფესორ ფრედერიკ ლორენთან (ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის ლექტორი და მკვლევარი). თეას კვლევით ინტერესებში შედის უძრავი ქონების ეკონომიკა და მაკროეკონომიკა.

ელენე ჯაფარიძე

ელენე ჯაფარიძე არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური ფსიქოლოგიის ბაკალავრი და ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა მაგისტრი. ბაკალავრიატის დროს, იგი სწავლობდა საარბრუკენის უნივერსიტეტში სტუდენტთა გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, სადაც მან გაიარა სხვადასხვა ტრენინგი მცირე ჯგუფების ფსიქოლოგიაში. გერმანიიდან დაბრუნებისთანავე მან ინტერვიუერად დაიწყო მუშაობა კვლევით ორგანიზაცია ACT-ში. მაგისტრატურის დროს, ელენე ახორციელებდა სხვადასხვა სოციალურ კვლევას ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის კვლევითი ჯგუფის ხელმძღვანელობით. ამჟამად ელენე მუშაობს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრში (CRRC), „ახალგაზრდა მკვლევართა პროგრამის“ ფარგლებში.

ქეთი ჩუბინიშვილი

ქეთი ჩუბინიშვილს აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხი სოციოლოგიაში. შემდეგ სწავლობდა მასარიკის უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამაზე ბრნოში, ჩეხეთში. 2010 წლის თებერვლიდან არის კავკასიის კვლევითი რესურების ცენტრში „ახალგაზრდა მკვლევართა პოგრამის“ მონაწილე. CRRC-საქართველოში მოსვლამდე, ქეთი მუშაობდა კვლევით პროექტებზე სხვადასხვა ორგანიზაციისთვის. იგი, ძირითადად, დაინტერესებულიასოციალური და კულტურული საკითხებით.