კვლევა მიზნად ისახავს მტკიცებულებების შეგროვებას სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროების პრევენციისა და მასზე რეაგირების პოლიტიკის შემუშავების ხელშესაწყობად.
CRRC-საქართველოს პუბლიკაციები საჯარო დოკუმენტების სერიაა, რომელიც საქართველოს წინაშე მდგომ სხვადასხვა გამოწვევასა და საკითხს ეხება. დოკუმენტები, რომლებიც ძირითადად პოლიტიკის ნარკვევებს, ანგარიშებსა და სტატიებს მოიცავს, მონაცემთა სიღრმისეულ ანალიზს ეფუძნება და ინფორმირებული გადაწყვეტილებების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.