კვლევის მთავარი მიზანია იმის დადგენა, თუ როგორ მოქმედებს სხვადასხვა უნარ-ჩვევების ერთობლიობა ინდივიდების შესაძლებლობებზე შრომით ბაზარზე.
CRRC-საქართველოს პუბლიკაციები საჯარო დოკუმენტების სერიაა, რომელიც საქართველოს წინაშე მდგომ სხვადასხვა გამოწვევასა და საკითხს ეხება. დოკუმენტები, რომლებიც ძირითადად პოლიტიკის ნარკვევებს, ანგარიშებსა და სტატიებს მოიცავს, მონაცემთა სიღრმისეულ ანალიზს ეფუძნება და ინფორმირებული გადაწყვეტილებების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.