წელი: 2013
წინამდებარე ანგარიშში წარმოდგენილია ევროკავშირის მიმართ საქართველოს მოსახლეობის დამოკიდებულებისა და მის შესახებ ცოდნის კვლევის შედეგები.
აღნიშნული კვლევის სამი ტალღის მონაცემებზე დაყრდნობით, რომლებიც 2009, 2011 და 2013 წლებში ჩატარდა, განხილულია ის ტენდენციები და ცვლილებები, რომლებიც შეინიშნება ევროკავშირის მიმართ საქართველოს მოსახლეობის დამოკიდებულებასა და ცოდნაში.
კვლევა CRRC-საქართველომ ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ინიციატივით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის (Sida) მხარდაჭერით ჩაატარა.