წელი: 2024
გენდერული თანასწორობის მიმართ დამოკიდებულების კვლევა მოიცავდა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვას ქვეყნის მასშტაბით და მიზნად ისახავდა იმის შესწავლას, თუ რამდენად არის გავრცელებული საქართველოში დისკრიმინაციული დამოკიდებულებები და გენდერული სტერეოტიპები, რომლებიც ქვეყანაში გენდერულ უთანასწორობას უწყობს ხელს.
კვლევა 2024 წლის იანვრიდან თებერვლამდე პერიოდში CRRC-საქართველომ ჩაატარა. კვლევა შეეხებოდა გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებულ დამოკიდებულებებსა და სოციალურ ნორმებს ათ სფეროში. გარდა ამისა, გამოკითხვის შედეგები ინფორმაციას გვაძლევს როგორც გენდერულ თანასწორობასთან და ქალთა გაძლიერებასთან დაკავშირებულ ინდივიდუალურ დამოკიდებულებაზე და ასევე, სოციალური ნორმების შესახებ არსებულ წარმოდგენებზე და ამ ორს შორის არსებულ მსგავსებებსა და განსხვავებებზე.
გენდერული თანასწორობისადმი დამოკიდებულებების კვლევა საქართველოში 2024 წელს გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით ჩატარდა.
ანგარიში სრულად ხელმისაწვდომია აქ. ინფოგრაფიკა ხელმისაწვდომია აქ.