
„CRRC საქართველოს“ გამოკითხვის შედეგების მიხედვით, საარჩევნო გარემო ყველაზე მეტად პრობლემატური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებშია და მდგომარეობა უფრო უარესდება.
2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები, განსაკუთრებით კი — მეორე ტურში დატრიალებული მოვლენები შესაძლოა, ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე უკან გადადგმულ ნაბიჯად ჩაითვალოს. პირველ და მეორე ტურებს შორის მთავრობამ განაცხადა, რომ არჩევნების შემდეგ დაახლოებით 600 ათასამდე მოქალაქეს ვალებს ჩამოაწერდა, რაც, ზოგიერთი დამკვირვებლის აზრით, ამომრჩეველთა მოსყიდვად უნდა ჩათვლილიყო…