
საქართველოს კონსტიტუციაში შეტანილი უკანასკნელი ცვლილებების შედეგად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების პარლამენტისთვის წარდგენის უფლებამოსილება პრეზიდენტის ნაცვლად, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს გადაეცა. 2018 წლის 24 დეკემბერს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა ათკაციანი სია წარუდგინა. წარდგენას მწვავე კრიტიკა მოჰყვა სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან, რადგანაც წარდგენილი კანდიდატები მოსამართლეთა იმ ჯგუფის ლიდერებს ან მასთან დაახლოებულ მოსამართლეებს წარმოადგენდნენ, რომელიც საქართველოს მართლმსაჯულების სისტემაში არაფორმალურ მმართველ გუნდად (ე.წ. კლანად) სახელდება…