2016

ეთო გაგუნაშვილი ფლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხს სოციოლოგიაში. ამჟამად იმავე უნივერსიტეტში სწავლობს სოციოლოგიის სამაგისტრო პროგრამაზე.
CRRC-საქართველოში მოსვლამდე, ეთო მუშაობდა მარკეტინგის მიმართულებით. ასევე, იგი მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა კვლევით პროექტში.
ნიკა ნასრაშვილმა დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ბაკალავრის აკადემიური ხარისხით პოლიტიკის მეცნიერებებში. ამჟამად ის სწავლობს საერთაშორისო ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამაზე საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში.
მის კვლევით ინტერესებს მოიცავს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, დემოკრატია, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხები.
ნინო მაგისტრატურის ბოლო კურსის სტუდენტია და სწავლობს სოციოლოგიის პროგრამაზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ასევე, ის ფლობს ბაკალავრის ხარისხს სოციოლოგიაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან.
CRRC-საქართველოში მოსვლამდე, ის მონაწილეობდა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ წარმოებულ პროექტში – მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერა – სადაც ჩართული იყო როგორც მოსამზადებელ სამუშაოებში, ისე უშუალოდ მოსახლეობის აღწერის პროცესში ლოკალურ ზედამხედველად. მას აქვს სოციოლოგიურ კვლევებში მონაწილების გამოცდილებაც.
ნინოს კვლევითი ინტერესები, ძირითადად, უკავშირდება სოციალურ და კულტურულ საკითხებს.
ბენეტმა მიიღო ბაკალავრის ხარისხი პოლიტიკასა და საერთაშორისო ურთიერთობების დარგში Wake Fores University-დან. 2018 წლიდან კი ისწავლის ფლეტჩერის სამართლისა და დიპლომატიის სკოლაში (ტაფტის უნივერსიტეტი) მაგისტრის ხარისხის მოსაპოვებლად. იგი მუშაობდა ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის კიბერ და საშინაო უსაფრთხოების ცენტრში, და საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფონდში (GFSIS). მის კვლევით ინტერესებს წარმოადგენს ტერორიზმი, კონფლიქტი, და ტერორიზმისა და ძალადობრივი ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლა კავკასიის რეგიონში. 
რაია ელ ზეინი ამჟამად არის მოწვეული სწავლული წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში, ილიას უნივერსიტეტში. ის ფლობს დოქტორის ხარისხს ნიუ ორკის საქალაქო უნივერსიტეტიდან. 
მისი კვლევის ინტერესები მოიცავს ქალაქის ახალგაზრდების კულტურას, სუბკულტურასა და არაბულ სამყაროში და მის დიასპორებში ამ ყოველივეს გამოვლინებას.