პუბლიკაციები

CRRC-საქართველოს პუბლიკაციები საჯარო დოკუმენტების სერიაა, რომელიც საქართველოს წინაშე მდგომ სხვადასხვა გამოწვევასა და საკითხს ეხება. დოკუმენტები, რომლებიც ძირითადად პოლიტიკის ნარკვევებს, ანგარიშებსა და სტატიებს მოიცავს, მონაცემთა სიღრმისეულ ანალიზს ეფუძნება და ინფორმირებული გადაწყვეტილებების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

  • აარჩიეთ თარიღი

კვლევა სწავლობს კონსპირაციული თეორიების, როგორც ზოგადად გავრცელებული თეორიების, ასევე „ქართული ოცნების“ მიერ გაზიარებული „გლობალური ომის პარტიის“ ნარატივის, გავლენას საზოგადოებრივ აზრზე და როგორ უწყობს ისინი ხელს ანტიდასავლური დამოკიდებულებების ჩამოყალიბებას საქართველოში. ნაშრომში ასევე გაანალიზებულია, თუ როგორ მოქმედებს მედიის მოხმარება, პარტიული იდენტობა და დემოგრაფიული ფაქტორები ამ ნარატივებისადმი მოწყვლადობაზე.
კვლევა „სექსუალური შევიწროება სამუშაო ადგილზე საქართველოს კერძო სექტორში“ მიზნად ისახავს მტკიცებულებების შეგროვებას კერძო სექტორში სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროების პრევენციისა და მასზე რეაგირების პოლიტიკის შემუშავების ხელშესაწყობად.
ანგარიშში მოცემული კვლევა მიზნად ისახავს საქართველოში მედია ლანდშაფტის შესახებ მიმდინარე კონტექსტისა და არსებული კვლევების ანალიზს, და ასევე, მედიის ტენდენციების შესახებ საერთაშორისო კვლევების მიმოხილვას.
ანგარიშში წარმოდგენილი კვლევა მიზნად ისახავს საქართველოში არსებული კონფლიქტების მიმართ დევნილი და არადევნილი მოსახლეობის აღქმების, დამოკიდებულებებისა და მოლოდინების შესწავლას.
გენდერული თანასწორობის მიმართ დამოკიდებულების კვლევა მოიცავდა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვას ქვეყნის მასშტაბით და მიზნად ისახავდა იმის შესწავლას, თუ რამდენად არის გავრცელებული საქართველოში დისკრიმინაციული დამოკიდებულებები და გენდერული სტერეოტიპები, რომლებიც ქვეყანაში გენდერულ უთანასწორობას უწყობს ხელს.
ანგარიშის მთავარი მიზანია, შეისწავლოს საქართველოში ამომრჩეველთა აქტივობის განმსაზღვრელი ძირითადი ფაქტორები და არჩევნების მიმართ ზოგადი დამოკიდებულებები.
ანგარიში განიხილავს, თუ როგორ რეაგირებს ქართული საზოგადოება ჰიპოთეტური ახლადშექმნილი პოლიტიკური პარტიის პოზიციებისა და მახასიათებლების ერთობლიობაზე.
ამ კვლევის მთავარი მიზანია სესხებზე გაზრდილი მოთხოვნის ფაქტორების შეფასება, რომლებიც მოიცავს დემოგრაფიულ მონაცემებს, შემოსავლის დონესა და წყაროებს, და სხვა ინდივიდუალური დონის ცვლადებს, როგორებიცაა ფინანსური დაგეგმვის უნარები, აზარტული თამაშებისადმი დამოკიდებულება, მთავრობის როლი ბაზრის რეგულირებაში, ფინანსური რისკების შეფასება და საბაზისო ციფრული უნარები.
ანგარიშის მთავარი მიზანია სოციალ-კონსერვატორთა სოციალ-დემოგრაფიული პროფილისა და მათი პოლიტიკური დამოკიდებულებების უკეთ გააზრება.
CRRC-საქართველომ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ 2022 წლის ივნისიდან 2023 წლის ივნისამდე ანტიდასავლური ნარატივები და მათი გავრცელება იკვლია.