ანგარიში | საარჩევნო პულსი საქართველოში: ამომრჩევლის დამოკიდებულებების კვლევა

წელი: 2024

ავტორები: კობა თურმანიძე, ლია ჩხეტიანი

ანგარიშის მთავარი მიზანია, შეისწავლოს საქართველოში ამომრჩეველთა აქტივობის განმსაზღვრელი ძირითადი ფაქტორები და არჩევნების მიმართ ზოგადი დამოკიდებულებები.

ანგარიშში განხილულია არჩევნებში მონაწილეობაზე ზეგავლენის მქონე ისეთი გარემოებები, როგორებიცაა დამოკიდებულებები არჩევნების სანდოობისა და სამართლიანობის მიმართ, პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერა, სამოქალაქო ჩართულობა და პოლიტიკური პოლარიზაცია.

ამომრჩეველთა აქტივობის განმსაზღვრელი ძირითადი ფაქტორების შესასწავლად, 2024 წლის ივლისში CRRC-საქართველომ, კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ფინანსური მხარდაჭერით, ჩაატარა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა. გამოკითხვის შედეგები განზოგადებადია საქართველოს მთელ ქართულენოვან ზრდასრულ მოსახლეობაზე.

გაზიარება

მსგავსი სიახლეები