2017

თამუნა მაგისტრატურის დამამთავრებელი კურსის სტუდენტია გამოყენებითი სოციალური ფსიქოლოგიის მიმართულებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. იგი ფლობს ბაკალავრის ხარისხს ფსიქოლოგიაში ამავე უნივერსიტეტიდან. 2015 წელს იყო ვილნიუსის უნივერსიტეტის სტუდენტი გაცვლითი პროგრამის ფარგლებში. „ახალგაზრდა მკვლევართა პროგრამაში“ მონაწილეობამდე, ის ჩართული იყო სხვადასხვა ფსიქოლოგიურ და სოციოლოგიურ კვლევებში. ასევე, მონაწილეობას იღებდა საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტებში. მისი კვლევითი ინტერესები უმაღლესი განათლებისა და სოციალური პრობლემების სფეროებს უკავშირდება.
თორნიკე ბაქაქური ფლობს ბაკალავრის აკადემიურ ხარისხს ფსიქოლოგიაში, ამჟამად კი ასრულებს გამოყენებითი სოციალური ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. იგი გახლდათ ერაზმუს მუნდუსისა და სხვა გაცვლითი პროგრამების მონაწილე. CRRC-საქართველოს „ახალგაზრდა მკვლევართა პროგრამაში“ ჩართვამდე, გაიარა სტაჟირება GPI-ჰოლდინგსა და საქართველოს რეფორმების ასოციაციაში. მისი ინტერესები მოიცავს სოციალური ინტერვენციის პროგრამებს, წინასაარჩევნო განწყობებსა და განათლების რეფორმებს.
ნათიამ 2016 წელს დაამთავრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და ფლობს სოციოლოგიის ბაკალავრის ხარისხს.
ფართო კვლევითი ინტერესების გამო, მან გადაწყვიტა ჯერ მიეღო პრაქტიკული გამოცდილება და ამის შემდეგ გაეგრძელებინა აკადემიური საქმიანობა. ნათიას კვლევით ინტერესებს წარმოადგენს გარდამავალი დემოკრატიული პროცესები, საჯარო პოლიტიკა, განათლება, სტრუქტურული უთანასწორობა და გენდერული საკითხები.
დინარა ჩრდილოეთ ყაზახეთიდან არის, ქალაქიდან, რომელიც ევროპისა და აზიის გზასაყარზე მდებარეობს. როგორც სოციალური მეცნიერების ენთუზიასტი, მას მიღებული აქვს ბაკალავრის ხარისხი პოლიტიკის მეცნიერებასა და საერთაშორისო ურთიერთობებში ამერიკის უნივერსიტეტიდან, ბულგარეთში. ამის შემდეგ ის მუშაობდა მწერლად Tengrinews-ისთვის – ახალი ამბების ერთ-ერთი უდიდესი ინგლისურენოვანი წყარო ყაზახეთში. ასევე, მას მიღებული აქვს მაგისტრის ხარისხი პოლიტიკის მეცნიერებაში ცენტრალური ევროპული უნივერსიტეტიდან და გავლილი აქვს სტაჟირება GFSIS-ში.  მისი ფართო ინტერესები მოიცავს სოციალური მეცნიერების მეთოდოლოგიას, რეჟიმის ტრანსფორმაციას, დავის პოლიტიკას, უთანასწორობას, მათ შორის გენდერულ და სოციალურ-ეკონომიკურ უთანასწორობას, და პოლიტიკურ სოციოლოგიას.
ბრაიანი ჩაირიცხა სლავური და აღმოსავლეთ ევროპული კვლევების სკოლაში, ლონდონის კოლეჯის უნივერსიტეტში. მას მიღებული აქვს ბაკალავრის ხარისხი ლონდონის უნივერსიტეტიდან. მან შემდგომი წლები ინგლისურის მასწავლებლად იმუშავა უკრაინაში, მოლდოვასა და ყაზახეთში.
ამჟამად ის სწავლობს აღმოსავლეთ ევროპის/ყოფილი საბჭოთა კავშირის პოლიტიკასა და უსაფრთხოებას და სწავლის მეორე წელს 2017 წლის სექტემბრიდან გაატარებს მოსკოვში. მისი კვლევა ფოკუსირდება კრემლსა და მოწინავე რუს ოლიგარქებს შორის ინტერაქციაზე, რომლის მიზანიცაა იმის განსაზღვრა, თუ რა აქცევს ამ უკანასკნელს პირველის აგენტად: კონკრეტული ფოკუსით ფილანთროპიაზე, პოლიტიკურ ჩართულობასა და კორპორატიულ მმართველობაზე.