თორნიკე ბაქაქური ფლობს ბაკალავრის აკადემიურ ხარისხს ფსიქოლოგიაში, ამჟამად კი ასრულებს გამოყენებითი სოციალური ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. იგი გახლდათ ერაზმუს მუნდუსისა და სხვა გაცვლითი პროგრამების მონაწილე.
CRRC-საქართველოს „ახალგაზრდა მკვლევართა პროგრამაში“ ჩართვამდე, გაიარა სტაჟირება GPI-ჰოლდინგსა და საქართველოს რეფორმების ასოციაციაში.
მისი ინტერესები მოიცავს სოციალური ინტერვენციის პროგრამებს, წინასაარჩევნო განწყობებსა და განათლების რეფორმებს.