2014

მაკა ჩხაიძეს მიღებული აქვს მაგისტრის ხარისხი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კულტურული, პოლიტიკური და სოციალური ფსიქოლოგიის მიმართულებით. ამჟამად ის არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სადოქტორო პროგრამის სტუდენტი კულტურის კვლევების მიმართულებით.
„ახალგაზრდა მკვლევართა პროგრამაში“ მონაწილეობამდე, მას უმუშავია არაერთ კვლევით პროექტზე.
მის კვლევის ინტერესებში შედის უმცირესობათა საკითხები, ქალთა უფლებები და სუბკულტურები.
თამუნა ჩხაიძე ფლობს ბაკალავრის ხარისხს სოციალურ მეცნიერებებში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ძირითადი სპეციალობით ფსიქოლოგიაში. ამჟამად სწავლობს ამავე ფაკულტეტის ინტერდისციპლინურ სამაგისტრო პროგრამაზე – ფსიქოლოგიური ანთროპოლოგია.
CRRC-საქართველოს „ახალგაზრდა მკვლევართა პროგრამაში“ ჩართვამდე, თამუნა მონაწილეობდა შვეიცარიის აკადემიური ქსელის მიერ დაფინანსებულ კვლევით პროექტში, რომლის მიზანი იყო ქართველი ახალგაზრდების ეროვნული და რელიგიური შეხედულებების შესწავლა და ასრულებდა ფოკუს-ჯგუფების მოდერატორის მოვალეობას USAID-ის (აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო) დაფინანსებით განხორციელებულ სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის შუალედურ შეფასებით კვლევაში. ასევე, მონაწილეობა მიიღო აუტისტური სპექტრის დარღვევების სადიაგნოსტიკო ინსტრუმენტის ქართულ პოპულაციაზე ადაპტაცია-ნორმირების მიზნით თბილისის მასშტაბით ჩატარებულ კვლევაში და იყო პრაქტიკანტი მაკლეინის ასოციაციაში (McLain Association for Children (MAC).
ის ასევე მონაწილეობდა „Youth in Action Program“-ში, რომელიც ჩატარდა მასარიკის უნივერსიტეტში, ბრნოში, ჩეხეთში.
მისი ძირითადი კვლევითი ინტერესია ადამიანის არსებობის ისტორიის მანძილზე სხვადასხვა კულტურათა მრავალფეროვნებისა და კომპლექსურობის შესწავლა.
ედიშერ ბაღათურია ფლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხს საერთაშორისო ურთიერთობებში და აგრძელებს სწავლას ამავე უნივერსიტეტში დიპლომატიისა და საერთაშორისო პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამაზე.
CRRC-საქართველოში მოსვლამდე, ედიშერი ჩართული იყო ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მედიამონიტორინგის პროექტში. ასევე, მუშაობდა დარმშტადტის უნივერსიტეტის პროექტში – ,,ევროკავშირის მიერ დემოკრატიის ხელშეწყობა სამხრეთ კავკასიაში და ცენტრალურ აზიაში“ – მკვლევარ-ინტერვიუერად.
ედიშერმა ასევე გაიარა ანალიტიკოსთა მომზადების სტაჟირების პროგრამა საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში (GFSIS).
მისი ინტერესის სფეროები მოიცავს საგარეო პოლიტიკის ანალიზსა და უსაფრთხოების საკითხებს. ასევე, სოციალურ და კულტურის გეოგრაფიას.
ალექსანდრე ჯიშკარიანი ფლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხს ეკონომიკაში და არის ჯიპა-ს (საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი) სახელმწიფო მართვის მაგისტრი.
CRRC-საქართველოს „ახალგაზრდა მკვლევართა პროგრამაში“ ჩართვამდე, ალექსანდრე იყო სხვადასხვა კვლევითი და ანალიტიკური პროექტის მონაწილე. 2011-2012 წლებში, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის (GFSIS) პროგრამის ფარგლებში, ის მუშაობდა პოლიტიკის დოკუმენტის შედგენაზე, რომელიც ეხებოდა არასამთავრობო ორგანიზაციების სახელმწიფო და კერძო სექტორთან თანამშრომლობის პერსპექტივების შესწავლას. ალექსანდრეს ასევე აქვს განვითარების პროექტებსა და ლოჯისტიკის სფეროში მუშაობის გამოცდილება (ბრიტანეთის საბჭო, ბრიტანეთის საელჩო) და არის მრავალი საერთაშორისო ახალგაზრდული გაცვლითი პროგრამის მონაწილე.
მისი ძირითადი კვლევითი ინტერესი მოიცავს სამოქალაქო საზოგადოების, ახალგაზრდების განვითარებისა და სპორტის სფეროებს.
დასტინი არის ფილოსოფიის ბაკალავრი სკიდმორის კოლეჯიდან. CRRC-ში მუშაობის დაწყებამდე ის მუშაობდა ინგლისურის მასწავლებლად, შტატგარეშე ავტორად, რედაქტორად და მთარგმნელად. აგრეთვე, ტურიზმის გეოგრაფიის ლექტორად ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მის აკადემიურ ინტერესებს შორის არის პოლიტიკისა და ეკონომიკის ანთროპოლოგია. დასტინი დაინტერესებულია დისკურსით, დისკურსის ცვლილებითა და დისკურსის განხორციელებით საქართველოსა და ქართულ პოლიტიკაში. დასტინი საუბრობს ინგლისურ და ქართულ ენებზე.
ემილი მაგისტრატურის ბოლო კურსზეა და სწავლობს საერთაშორისო და ევროპულ პოლიტიკას ედინბურგის უნივერსიტეტში (დიდი ბრიტანეთი). ის ფლობს სურეის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) პირველი ხარისხის ბაკალავრის დიპლომს ფრანგულ და ესპანურ ენებში, სადაც დაჯილდოვდა მაღალი აკადემიური მოსწრებისთვის. ემილი ახორციელებს 6-თვიან კვლევით მუშაობას კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრსა (CRRC) და საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში (GFSIS). მისი კვლევითი ინტერესები მოიცავს ტერიტორიულ კონფლიქტებს, მიწებთან დაკავშირებულ დავებს, იდენტობის საკითხებს, უსაფრთხოებასა და კონფლიქტის ანალიზის მეთოდოლოგიას. მისი კვლევა წარმოდგენილი იქნება ორი ნაშრომის სახით: სადავო საზღვრების უსაფრთხოება; ტერიტორიული კონფლიქტის სტრესისადმი გამძლეობის ტესტის მეთოდოლოგია, რომლებითაც ის წარდგება, შესაბამისად, სასაზღვრო კვლევების ასოციაციის (Association for Borderland Studies) მსოფლიო კონფერენციაზე და მშვიდობის საერთაშორისო კვლევითი ასოციაციის (International Peace Research Association) 25-ე კონფერენციაზე. საქართველოში ჩამოსვლამდე ემილი იყო მკვლევარი ჰააგის სტრატეგიული კვლევების ცენტრში (The Hague Centre for Strategic Studies) (ჰოლანდია), ქალაქ ედინბურგის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების გუნდში (დიდი ბრიტანეთი), Electricité de France-ს საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროგნოზირების განყოფილებაში (საფრანგეთი). ასევე, მუშაობდა არასამთავრობო ორგანიზაცია Nexos Voluntarios-ის საერთაშორისო განვითარების ჯგუფში (პერუ). ემილის მშობლიური ენა ინგლისურია. ამის გარდა თავისუფლად ფლობს ფრანგულს, ესპანურს და ჰოლანდიურს. ასევე, შეუძლია რუსულ ენაზე საუბარი და აპირებს, საქართველოში მუშაობის პერიოდში გაიუმჯობესოს თავისი ცოდნა რუსულსა და ქართულ ენებში.
იოსები ფლობს მაგისტრის ხარისხს ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტიდან (CEU), სადაც ის სწავლობდა პოსტ-კომუნისტური ქვეყნების გარდამავალ პერიოდს ცენტრალური დაგეგმვიდან საბაზრო ეკონომიკაზე.  CRRC-ში მოსვლამდე, იოსები მუშაობდა განათლებისა და მარკეტინგის სფეროში. ასევე მოსინჯა საკუთარი ძალები სტატიების წერაში.
მისი კვლევითი ინტერესები მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა პოლიტიკურ ეკონომიკასა და გეოპოლიტიკას შორის კავშირი და გლობალიზაციის გავლენა საჯარო პოლიტიკის ეფექტიანობაზე. უნგრეთში გატარებული რამდენიმე წლის შემდეგ, იოსებმა გადაწყვიტა საქართველოში ჩამოსვლა დამატებითი გამოცდილების შესაძენად.