დასტინი არის ფილოსოფიის ბაკალავრი სკიდმორის კოლეჯიდან.
CRRC-ში მუშაობის დაწყებამდე, ის მუშაობდა ინგლისურის მასწავლებლად, შტატგარეშე ავტორად, რედაქტორად და მთარგმნელად. აგრეთვე, ტურიზმის გეოგრაფიის ლექტორად ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
მის აკადემიურ ინტერესებს შორის არის პოლიტიკისა და ეკონომიკის ანთროპოლოგია. დასტინი დაინტერესებულია დისკურსით, დისკურსის ცვლილებითა და დისკურსის განხორციელებით საქართველოსა და ქართულ პოლიტიკაში.
დასტინი საუბრობს ინგლისურ და ქართულ ენებზე.