იოსები ფლობს მაგისტრის ხარისხს ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტიდან (CEU), სადაც ის სწავლობდა პოსტ-კომუნისტური ქვეყნების გარდამავალ პერიოდს ცენტრალური დაგეგმვიდან საბაზრო ეკონომიკაზე.
CRRC-ში მოსვლამდე, იოსები მუშაობდა განათლებისა და მარკეტინგის სფეროში. ასევე მოსინჯა საკუთარი ძალები სტატიების წერაში.
მისი კვლევითი ინტერესები მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა პოლიტიკურ ეკონომიკასა და გეოპოლიტიკას შორის კავშირი და გლობალიზაციის გავლენა საჯარო პოლიტიკის ეფექტიანობაზე.
უნგრეთში გატარებული რამდენიმე წლის შემდეგ, იოსებმა გადაწყვიტა საქართველოში ჩამოსვლა დამატებითი გამოცდილების შესაძენად.