2012

ნინო ქერქაძე ფლობს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრისა და ილიას უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხს სოციალურ მეცნიერებებში. მისი სპეციალობაა სოციოლოგია.
კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრში მოსვლამდე, ნინო მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა მარკეტინგულ და სოციოლოგიურ კვლევით პროექტში. ის ასევე მუშაობდა საერთაშორისო ორგანიზაციაში – უმცირესობების საკითხთა ევროპულ ცენტრში – პროექტის ასისტენტად.
მისი კვლევითი ინტერესის სფერო მოიცავს სხვადასხვა ტიპის უმცირესობებთან დაკავშირებულ საკითხებს.
ირინა ვარდანაშვილი ფლობს ბაკალავრის ხარისხს ბიზნესის ადმინისტრირებაში და ფსიქოლოგიაში. ამჟამად ის სწავლობს ფსიქოლოგიური ანთროპოლოგიის სამაგისტრო პროგრამაზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. სწავლების პერიოდში, ირინამ მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა სოციოლოგიურ და ფსიქოლოგიურ კვლევაში.
2012 წლის მარტიდან ის მონაწილეობს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის „ახალგაზრდა მკვლევართა პროგრამაში“.
მისი ინტერესის სფეროებში შედის პოლიტიკური, კულტურული და რელიგიური საკითხები.
ინგე სნიპი ბოლო 4.5 წელიწადის განმავლობაში პერიოდულად ცხოვრობდა საქართველოში და მუშაობდა სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციაში. მან დააფუძნა Evolutsia.net – ახალი ამბების და ანალიზის ვებ-გვერდი, სადაც საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები შუქდება. ამჟამად ინგე მუშაობს პოლიტიკისა და საერთაშორისო მეცნიერებების დარგში მაგისტრის ხარისხის მოსაპოვებლად უფსალას უნივერსიტეტში. ამისთვის მან კვლევა ჩაატარა ელიტის კონფიგურაციის თემაზე კოლუმბიის უნივერსიტეტთან არსებულ  ჰარიმანის ინსტიტუტში. სამაგისტრო ნაშრომი ეხება საქართველოს კულტურულ ელიტას და ეფუძნება პიერ ბურდიეს კაპიტალის იდეას, რომელიც ამტკიცებს, რომ არა მხოლოდ ეკონომიკური კაპიტალი, არამედ სოციალური, კულტურული და სიმბოლური კაპიტალიც ქმნის ძალაუფლებას საზოგადოებაში.  ინგეს აქვს ბაკალავრის ხარისხი საერთაშორისო და ევროპული სამართლის სფეროში გრონინგენის უნივერსიტეტიდან. აგრეთვე ფლობს რუსული ენის ცერტიფიკატს კიევის უნივერსიტეტიდან, სადაც სწავლობდა ერთი წლის განმავლობაში.