სტაჟიორები

ინგე სნიპი

ინგე სნიპი ბოლო 4.5 წელიწადის განმავლობაში პერიოდულად ცხოვრობდა საქართველოში და მუშაობდა სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციაში. მან დააფუძნა Evolutsia.net – ახალი ამბების და ანალიზის ვებ-გვერდი, სადაც საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები შუქდება.

ამჟამად ინგე მუშაობს პოლიტიკისა და საერთაშორისო მეცნიერებების დარგში მაგისტრის ხარისხის მოსაპოვებლად უფსალას უნივერსიტეტში. ამისთვის მან კვლევა ჩაატარა ელიტის კონფიგურაციის თემაზე კოლუმბიის უნივერსიტეტთან არსებულ  ჰარიმანის ინსტიტუტში. სამაგისტრო ნაშრომი ეხება საქართველოს კულტურულ ელიტას და ეფუძნება პიერ ბურდიეს კაპიტალის იდეას, რომელიც ამტკიცებს, რომ არა მხოლოდ ეკონომიკური კაპიტალი, არამედ სოციალური, კულტურული და სიმბოლური კაპიტალიც ქმნის ძალაუფლებას საზოგადოებაში.

ინგეს აქვს ბაკალავრის ხარისხი საერთაშორისო და ევროპული სამართლის სფეროში გრონინგენის უნივერსიტეტიდან. აგრეთვე ფლობს რუსული ენის ცერტიფიკატს კიევის უნივერსიტეტიდან, სადაც სწავლობდა ერთი წლის განმავლობაში.