სტაჟიორები

ირინა ვარდანაშვილი

ირინა ვარდანაშვილი ფლობს ბაკალავრის ხარისხს ბიზნესის ადმინისტრირებაში და ფსიქოლოგიაში. ამჟამად ის სწავლობს ფსიქოლოგიური ანთროპოლოგიის სამაგისტრო პროგრამაზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. სწავლების პერიოდში, ირინამ მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა სოციოლოგიურ და ფსიქოლოგიურ კვლევაში.

2012 წლის მარტიდან ის მონაწილეობს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის „ახალგაზრდა მკვლევართა პროგრამაში“.

მისი ინტერესის სფეროებში შედის პოლიტიკური, კულტურული და რელიგიური საკითხები.