ავტორი: ანანო ყიფიანი, პოლიტიკის ანალიტიკოსი
წელი: 2022
წინამდებარე პოლიტიკის ნარკვევი ფულადი გზავნილების მნიშვნელობას სწავლობს საქართველოს შინამეურნეობებისთვის.
კვლევა მულტივარიაციული შესაბამისობის მეთოდს იყენებს გენეტიკურ შეწონვასთან ერთად “კავკასიის ბარომეტრის” 2019 წლის მონაცემებზე დაყრდნობით. ანალიზის მიხედვით, ოჯახებს, რომლებიც ფულად გზავნილს იღებენ, უფრო მეტად აქვთ შედარებით პოზიტიური ეკონომიკური მდგომარეობა, ნაკლებად აქვთ საკვებისა და ტანსაცმლის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული პრობლემები და უფრო მეტად ფლობენ ხარისხიან პროდუქციას.
პოლიტიკის ნარკვევი (ინგლისური ვერსია) სრულად შეგიძლიათ იხილოთ აქ.