წელი: 2016
მოცემული პოლიტიკის ნარკვევი ქართველ სტუდენტებს შორის მოხალისეობის ხელშეწყობასა და წახალისებას ისახავს მიზნად.
დოკუმენტი მეორადი კვლევისა და თვისებრივი კვლევის შედეგად შეგროვებული მონაცემების ანალიზს ეფუძნება და აცხადებს, რომ მოხალისეობის ინსტიტუტი საქართველოში სხვადასხვა გამოწვევების წინაშე დგას.
CRRC-საქართველომ მოამზადა დოკუმენტი სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტისა (CSI) და ევროკავშირის (EU) ფინანსური მხარდაჭერით პროექტის „საზოგადოებრივი ორგანიზაციები უკეთესი რეფორმებისთვის“ ფარგლებში.