მკვლევარი

ეთო გაგუნაშვილი CRRC-საქართველოში 2016 წლიდან მუშაობს. თავდაპირველად იგი ახალგაზრდა მკვლევართა პროგრამის (JFP) მონაწილე იყო, შემდეგ უმცროსი მკვლევარი, ამჟამად კი მკვლევრის პოზიცია უკავია. ეთო ძირითადად კითხვარის შედგენაზე, მონაცემთა თვისებრივ და რაოდენობრივ ანალიზზე მუშაობს. ამასთანავე, იგი ჩართულია ODK ფორმის შექმნის პროცესში და მონაწილეობს მონაცემთა შეგროვების მართვის პროცედურებში. ეთო ფლობს ბაკალავრის ხარისხს სოციალური მეცნიერებების დარგში და მაგისტრის ხარისხს სოციოლოგიაში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან (თსუ).
მახარე აჭაიძე CRRC-საქართველოში 2018 წლიდან მუშაობს. იგი ორგანიზაციას ახალგაზრდა მკვლევართა პროგრამის ფარგლებში შეუერთდა. მახარე ძირითადად თვისებრივ და რაოდენობრივ მონაცემთა შეგროვებასა და ანალიზზე მუშაობს. მისი მოვალეობები მოიცავს: ველის მართვას, ODK კითხვარის ფორმების პროგრამირებასა და მონაცემთა ბაზის წმენდას. იგი, ასევე, აკაბადონებს ანგარიშებს და ქმნის ინფოგრაფიკებს, პოსტერებს და სხვა ვიზუალურ/პოლიგრაფიულ მასალას. მახარე ფლობს ბაკალავრის ხარისხს სოციოლოგიაში და მაგისტრის ხარისხს კულტურისა და მედიის სოციოლოგიაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან. ამჟამად ის აგრძელებს დოქტორანტურაში სწავლას ამავე უნივერსიტეტის კულტურისა და მედიის სოციოლოგიის სადოქტორო პროგრამაზე. მახარეს კვლევითი ინტერესები მოიცავს ეთნიკური იდენტობის, ნაციონალიზმისა და მიგრაციის საკითხებს.
სალომე დოლიძეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციოლოგიის მაგისტრის ხარისხი და კვლევითი საქმიანობის 5-ზე მეტი წლის გამოცდილება აქვს. სალომეს კვლევითი ინტერესები მოიცავს საჯარო პოლიტიკის, ორგანიზაციული განვითარების, ახალგაზრდულ და გენდერულ საკითხებს. კვლევითი საქმიანობის გარდა, სალომეს საჯარო და არასამთავრობო სექტორში მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება აქვს. ის აქტიურად მონაწილეობდა საჯარო პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში, ეწეოდა ანალიტიკურ საქმიანობას, მუშაობდა მონიტორინგისა და შეფასების სისტემებზე და ასევე, ჩართული იყო დაინტერესებულ მხარეებთან კომუნიკაციისა და კოორდინაციის პროცესში, თანამშრომლობდა ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთობლივი პროექტების შემუშავებასა და განხორციელების საკითხებზე.
თინათინ ბანძელაძე გამოყენებითი სოციალური ფსიქოლოგიის დოქტორია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. დოქტორანტურის საფეხურზე გაცვლითი პროგრამით სწავლობდა კორუნას უნივერსიტეტში, ესპანეთში. ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხი მიღებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ის არის მოწვეული ლექტორი თსუ-სა და საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტურში (ჯიპა), ასევე იუსტიციის სასწავლო ცენტრის ტრენერი. 2015 წლიდან მუშაობდა სამართალდამცავ სისტემაში, მათ შორის ფსიქოლოგთა განყოფილების უფროსის პოზიციაზე, სადაც მისი საქმიანობა დაკავშირებული იყო ფსიქოლოგიური კვლევისა და შეფასების განხორციელებასთან, იურიდიული ფსიქოლოგიის მიმართულებით საგანმანათლებლო პროგრამების შექმნასთან, ასევე კანონთან კონტაქტში მყოფ არასრულწლოვნებთან დაკავშირებულ საგამოძებო მოქმედებებში ჩართულობასთან.

მისი კვლევითი ინტერესი მოიცავს დევიაციის ფსიქოსოციალურ ფაქტორებთან, სამართლებრივ კულტურასა და სოციალიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებს.