კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC), ამერიკული საბჭოები და სამხრეთ კავკასიის ამერიკული კვლევითი ინსტიტუტი (ARISC) წარმოგიდგენთ 2012 წლის მიმდინარე პროექტების სერიის საშემოდგომო სეზონის მეორე სესიას!
ნანა პაპიაშვილი
“კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრები – რესურსების და შესაძლებლობების მიმოხილვა”
ოთხშაბათი, 26 სექტემბერი, 2012, 18:15
ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა (ISET)/CRRC საქართველო
ზანდუკელის ქ.16, საკოფერენციო დარბაზი
რეგიონალური პროექტების და გავრცელების კოორდინატორი ნანა პაპიაშვილი მიმოიხილავს CRRC-ის საქმიანობას და რესურსებს, მათ შორის ორგანიზაციის მთავარ პროგრამებს, კავკასიის ბარომეტრს და სხვა მიმდინარე პროექტებს, ონლაინ მონაცემთა ანალიზის პროგრამას და სხვა შესაძლებლობებს.
ნანა პაპიაშვილი CRRC-ში მუშაობს 2007 წლიდან. ნანა ფლობს მაგისტრის ხარისხს ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტიდან (უნგრეთი) საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროპული მეცნიერებების დარგში. ასევე, მას მიღებული აქვს სპეციალისტის დიპლომი ჰუმანიტარულ მეცნიერებებში თბილისის ეკონომიკური ურთიერთობების სახელმწიფო უნივერსიტეტიდან. 2010-2011 წლებში ნანამ გაიარა საჯარო პოლიტიკის ანალიზის ინტენსიური პროგრამა საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში.
—–
„მიმდინარე პროექტების სერიას“ ორგანიზებას უწევს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC), სამხრეთ კავკასიის ამერიკული კვლევითი ინსტიტუტი (ARISC) და ამერიკული საბჭოები საერთაშორისო განათლებისთვის (ACTR/ACCELS). „მიმდინარე პროექტების სერიის“ მიზანია კავკასიის რეგიონის გარშემო კვლევითი და აკადემიური პროექტების მხარდაჭერა და პროდუქტიული კრიტიკა. გსურთ წარმოადგინოთ თქვენი ნაშრომი „მიმდინარე პროექტების სერიის“ ფარგლებში? მოგვწერეთ შემდეგ მისამართზე: nana@crrccenters.org.