კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC), ამერიკული საბჭოები და სამხრეთ კავკასიის ამერიკული კვლევითი ინსტიტუტი (ARISC) წარმოგიდგენთ მიმდინარე პროექტების სერიის 2012 წლის შემოდგომის სეზონის რიგით მე-12 სესიას!
კლერ პ. კაისერი
„1956 წლის მარტი საქართველოში და საბჭოთა ნაციონალიზმი“
ოთხშაბათი, 19 დეკემბერი, 2012, 18:15
ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა (ISET)/CRRC საქართველო
ზანდუკელის ქ.16, თბილისი, საქართველო
აბსტრაქტი: მიუხედავად 1956 წლის თებერვალში ნიკიტა ხრუშჩოვის „საიდუმლო მოხსენებისა“ და საბჭოთა კავშირში დესტალინიზაციის კამპანიის ინიცირებისა, ქართველებმა სტალინის გარდაცვალების 3 წლისთავი 1956 წლის 5 მარტს მაინც გაიხსენეს. ხსოვნის გამოხატვა გადაიზარდა დემონსტრაციებში კონკრეტული მოთხოვნებით, რომლებიც საბჭოთა ჯარებმა 9-10 მარტს ძალადობრივი ფორმით ჩაახშეს. კლერი გაგვიზიარებს თავის საარქივო აღმოჩენებს 1956 წლის მარტის მოვლენების და ანტისტალინური კამპანიის ინტერპრეტაციის იმ ორი ფორმის შესახებ, რომლებსაც ახორციელებდა საბჭოთა საქართველოში მაშინ არსებული ორი დაინტერესებული მხარე: კომუნისტური პარტიის წევრები და სამხედროები. ამასთან, კლერი 1956 წლის მოვლენებს ჩართავს საკუთარი დისერტაციის, უფრო ფართო პროექტში, რომელიც შეისწავლის ნაციონალურ პოლიტიკას და „საბჭოთა ქართველის“ ნაციონალური ინტერესების და იდენტობის კულტივაციას 1938-1978 წლებში.
კლერ კაისერი არის PhD კანდიდატი ფილადელფიის პენსილვანიის უნივერსიტეტში, რუსეთის და საბჭოთა ისტორიის განხრით. ის თბილისში საარქივო კვლევას ატარებს 2012-2013 აკადემიური წლის მანძილზე, როგორც ამერიკული საბჭოების კვლევის და ენათმეცნიერების სტიპენდიანტი. მისი დისერტაცია იკვლევს სტალინის ეპოქის გვიანდელი და შემდგომი პერიოდის ნაციონალურ პოლიტიკას საქართველოს სსრ-ში. პენსილვანიის უნივერსიტეტში მისვლამდე კლერი მუშაობდა ვაშინგტონში, საერთაშორისო სტრატეგიულ საკონსულტაციო ფირმაში, კიევში ამერიკის საელჩოში და აზერბაიჯანსა და უკრაინაში OSCE-ს საარჩევნო სადამკვირვებლო მისიებში. მას მიღებული აქვს ბაკალავრის ხარისხი დიპლომატიაში და მაგისტრის ხარისხი ევრაზიის, რუსეთის და აღმოსავლეთ ევროპის კვლევებში ჯორჯტაუნის უნივერსიტეტის ვალშის დიპლომატიის სკოლაში.
***
„მიმდინარე პროექტების სერიას“ ორგანიზებას უწევს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC), სამხრეთ კავკასიის ამერიკული კვლევითი ინსტიტუტი (ARISC) და ამერიკული საბჭოები საერთაშორისო განათლებისთვის (ACTR/ACCELS). „მიმდინარე პროექტების სერიის“ მიზანია კავკასიის რეგიონის გარშემო კვლევითი და აკადემიური პროექტების მხარდაჭერა და კრიტიკა.
გსურთ წარმოადგინოთ თქვენი ნაშრომი „მიმდინარე პროექტების სერიის“ ფარგლებში? მოგვწერეთ შემდეგ მისამართზე: natia@crrccenters.org.