კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC), ამერიკული საბჭოები და სამხრეთ კავკასიის ამერიკული კვლევითი ინსტიტუტი (ARISC) წარმოგიდენთ 2012 წლის გაზაფხულის მიმდინარე პროექტების რიგგარეშე სესიას.
CRRC საქართველომ შექმნა ქართული ბლოგი, რომლის მიზანია ყველა იმ კითხვაზე პასუხის გაცემა, რაც საზოგადოებას უჩნდება ზოგადად სოციალური კვლევების და კონკრეტულად, CRRC-ის შესახებ. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია ეწვიოს ბლოგს და მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ ატარებს CRRC კვლევებს. ასევე შესაძლებელია დამატებითი კითხვების დასმა და კომენტარების დატოვება. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს ბლოგზე!
კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი აცხადებს ვაკანსიას კვლევის დირექტორის პოზიციაზე. ეს არის უნიკალური შანსი მონაწილეობა მიიღოთ და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოთ მრავალ ინოვაციურ და საინტერესო კვლევით პროექტში, რომელსაც CRRC ახორციელებს. CRRC საქართველოს ოფისიდან კვლევის დირექტორი ჩართული იქნება ასევე CRRC აზერბაიჯანის და სომხეთის კვლევით პროექტებში.
Passport GMID (Global Market Information Database) არის მსოფლიო ბაზრის შესახებ მონაცემთა ბაზა და ანალიზის პროგრამა, რომელიც მოიცავს მონაცემებს და სხვადასხვა ანგარიშს მრეწველობასა და მომხმარებელთა შესახებ სხვადასხვა ქვეყანაში.