არასამთავრობო ორგანიზაციები და საქართველოს ვარდების რევოლუცია

11 ივლისი, თბილისი, საქართველო – დოქტორი რობინ ანგლი
ამერიკული საბჭოები და კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC) წარმოგიდენთ 2012 წლის ზაფხულის  მიმდინარე პროექტების მეორე რიგგარეშე სესიას.
დოქტორი რობინ ანგლი, რუსეთისა და ევრაზიის კვლევის დევისის ცენტრი, ჰარვარდის უნივერსიტეტი. 

„სამოქალაქო საზოგადოება კონკურენტულ ავტორიტარულ სახელმწიფოებში: არასამთავრობო ორგანიზაციები და ვარდების რევოლუცია საქართველოში“.

დოქტორი რობინ ანგლი არის კვლევითი პროგრამების კოორდინატორი დევისის ცენტრში.

„მიმდინარე პროექტების სერია“ (W-i-P) არის აკადემიურ დისკუსიათა სერია, რომელიც იმართება ყოველ ოთხშაბათს თბილისში, ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის შენობაში (ზანდუკელის ქ. 16. ) „მიმდინარე პროექტების სერიას“ ორგანიზებას უწევს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC), სამხრეთ კავკასიის ამერიკული კვლევითი ინსტიტუტი (ARISC) და ამერიკული საბჭოები საერთაშორისო განათლებისთვის: ACTR/ACCELS. „მიმდინარე პროექტების სერიის“ მიზანია კავკასიის რეგიონის გარშემო კვლევითი და აკადემიური პროექტების მხარდაჭერა და პროდუქტიული კრიტიკა.
გსურთ წარმოადგინოთ თქვენი ნაშრომი „მიმდინარე პროექტების სერიის“ ფარგლებში? მოგვწერეთ შემდეგ მისამართზე: wip@crrccenters.org

გაზიარება

მსგავსი სიახლეები