MYPLACE-ის (Memory, Youth, Political Legacy and Civic Engagement) პროექტი საქართველოს გარდა ტარდება 13 ქვეყანაში და იკვლევს 16-დან 25 წლამდე ახალგაზრდებს და მათ სამოქალაქო ჩართულობას და აქტიურობას. კვლევის მიზანია ასევე იმის განსაზღვრა, თუ რა გავლენას ახდენს ისტორია და წარსული ახალგაზრდებსა და მათ აქტივობებზე. საქართველოში პროექტს CRRC ახორციელებს, თუმცა ამავე პროექტში ჩართულია დიდი ბრიტანეთი, ხორვატია, დანია, ესტონეთი, ინეთი, გერმანია, საბერძნეთი, უნგრეთი, ლატვია, პორტუგალია, რუსეთი, სლოვაკეთი და ესპანეთი.
