კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC), ამერიკული საბჭოები და სამხრეთ კავკასიის ამერიკული კვლევითი ინსტიტუტი (ARISC) წარმოგიდგენთ მიმდინარე პროექტების სერიის 2012 წლის შემოდგომის სეზონის რიგით მე-6 სესიას!
მილენა ოგანეზიანი, მონტანას უნივერსიტეტი
“შერეული ქორწინება და ეთნიკური საზღვრები საქართველოში“
ოთხშაბათი, 24 ოქტომბერი, 2012, 18:15
ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა (ISET)/CRRC საქართველო
ზანდუკელის ქ.16, თბილისი, საქართველო
ეს პრეზენტაცია იქნება კვლევით პროექტზე, რომელიც იკვლევს, თუ როგორ უყურებენ შერეულ ქორწინებას საქართველოში. კვლევითი პროექტის მიზანია საქართველოს ძირითად ეთნიკურ ჯგუფებს შორის არსებული ცვალებადი საზღვრების კონტექსტის გაგება. ასევე, იმ ფაქტორების კვლევა, რომელთაც შეიძლება ჰქონდეთ ზეგავლენა ქვეყანაში არსებულ ინტერეთნიკურ პროცესებზე.
მილენა ოგანეზიანი არის მონტანას უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის დეპარტამენტის დოქტორანტურის სტუდენტი. მილენა ფლობს ამავე უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხს ისტორიაში, დიპლომატიის ისტორიის განხრით. მას ასევე აქვს თბილისის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის დიპლომი საერთაშორისო ურთიერთობებსა და ახლო აღმოსავლეთის ისტორიაში. მილენა არის McGill Echenberg-ის ადამიანის უფლებათა დაცვის სტიპენდიანტი კანადაში და კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის თბილისში არსებული რეგიონალური ოფისის საერთაშორისო სტიპენდიანტი. მისი კვლევითი ინტერესები მოიცავს სოციო-კულტურულ პროცესებს, ეთნიკურ კონფლიქტს, ადამიანის უფლებებს, და საერთაშორისო განვითარებას სამხრეთ კავკასიის რეგიონში.
***
„მიმდინარე პროექტების სერიას“ ორგანიზებას უწევს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC), სამხრეთ კავკასიის ამერიკული კვლევითი ინსტიტუტი (ARISC) და ამერიკული საბჭოები საერთაშორისო განათლებისთვის (ACTR/ACCELS). „მიმდინარე პროექტების სერიის“ მიზანია კავკასიის რეგიონის გარშემო კვლევითი და აკადემიური პროექტების მხარდაჭერა და განხილვა.
გსურთ წარმოადგინოთ თქვენი ნაშრომი „მიმდინარე პროექტების სერიის“ ფარგლებში? მოგვწერეთ შემდეგ მისამართზე: nana@crrccenters.org