სიახლეები

ევრაზიის პარტნიორობის ფონდების აღმასრულებელი კომიტეტი, ევროპის ფონდი და კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრები გაუწყებთ
CRRC-საქართველო ეძებს ანალიტიკოსს, რომელიც მონაწილეობას მიიღებს CRRC-საქართველოს კვლევითი პროდუქტების დაგეგმვაში, განხორციელებასა და ანალიზში. ესაა სრულგანაკვეთიანი სამუშაო, რომელიც კვირაში 40 საათს მოიცავს და მინიმუმ ორი წლის თანამშრომლობას მოიაზრებს. მოთხოვნები: 
მაგისტრის ან უფრო მაღალი სამეცნიერო ხარისხი ეკონომიკის, საჯარო პოლიტიკის, სოციოლოგიის, ფსიქოლოგიის, განათლების ან სოციალური მეცნიერების სხვა სფეროში;  მონაცემების სტატისტიკური ანალიზის პროგრამების და/ან მონაცემების თვისებრივი ანალიზის პროგრამების ცოდნა (მაგ.: R; Stata; SPSS; Python; ან CAQDAS პროგრამები, როგორებიცაა NVIVO, MaxQDA); მინიმუმ სამი წლის გამოცდილება სოციალური მეცნიერებების სფეროს კვლევებში.
“შესაძლებლობა რომ გქონდეთ, წახვიდოდით თუ არა საქართველოდან, რათა გარკვეული დროის მანძილზე სხვა ქვეყანაში გეცხოვრათ?” კავკასიის ბარომეტრი 2017-ის მიხედვით, საქართველოს სრულწლოვანი მოსახლეობის ნახევარზე მეტმა (55%) ამ კითხვას დადებითად უპასუხა.
გამოვიდა CRRC-ის Data Bites-ის სექტემბრის ნომერი. წაიკითხეთ გასული თვის CRRC-ის ყველაზე პოპულარული ბლოგების, მედიის გაშუქებისა და ახალი კვლევების შესახებ.
ოთხშაბათს, 21 მარტს, CRRC, ARISC და ამერიკული საბჭოები მოხარულნი არიან გამცნოთ 2018 წლის გაზაფხულის თბილისის Work-in-progress სერიების რიგით მე-4 საუბრების შესახებ! „პოსტ-ჰოკ ბლოკირება კვაზი-ექსპერიმენტული ზეგავლენის შეფასებისთვის: მაგალითი საქართველოში სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის პროგრამის ზემოქმედების შეფასებიდან” – დასთინ გილბრეთის, CRRC-საქართველოს კვლევითი დირექტორის მოადგილის მიერ.
პირველადი განაცხადების მიღება დაიწყო: CRRC-ის მეთოდების მე-6 ყოველწლიური კონფერენცია – როგორ შეუძლია მტკიცებულებაზე დაფუძნებულ ურბანულ პოლიტიკას ქალაქები ინკლუზიური, სამართლიანი და სიცოცხლისუნარიანი გახადოს
ოთხშაბათს, 14 თებერვალს, 18:30 საათზე CRRC-საქართველოს დირექტორი კობა თურმანიძე წარადგენს თავის ნაშრომს “ესაუბრეთ ხალხს: რა გავლენა აქვს საარჩევნო კამპანიებს ამომრჩეველთა მხარდაჭერაზე საქართველოში”. ეს მიმდინარე კვლევების პრეზენტაციების სერიის მესამე პრეზენტაციაა 2018 წელს. გამოკითხვებზე დაყრდნობით კობა თურმანიძე ისაუბრებს, თუ რა გავლენა აქვს პირისპირ კომუნიკაციას პარტიებსა და ამომრჩევლებს შორის არჩევნებამდე პარტიის მიმართ მხარდაჭერაზე, ყოველ შემთხვევაში ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში მაინც.
CRRC-საქართველო აცხადებს ვაკანსიას განვითარების მენეჯერის პოზიციის დასაკავებლად! ვაკანსიის სრული ტექსტი იხილეთ ინგლისურ ენაზე!